საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლაში დაიწყო სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის'' საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის "მინდა გავხდე აქტიური მოქალაქე" განხორციელება.
პროექტს სკოლის მე–10 კლასის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ერთად ახორციელებენ. საპროექტო ჯგუფის წევრების პირველი შეხვედრა და ფუნქციების გადანაწილება უკვე შედგა. პროექტის ფარლებში, პედაგოგის მზია კიპაროიძისა და სკოლაში არსებული "კითხვის მოყვარულთა კლუბის" ინიციატივით განხორციელდა დათო ტურაშვილის წიგნის "ჯინსების თაობა" განხილვა. გაიმართა დისკუსია "თვითმფრინავის ბიჭები გმირები თუ დამნაშავეები". მოეწყო ზაზა რუსაძის ფილმის ჩვენება. მოსწავლეებმა ფილმის ნახვის შემდეგ წერილები მიწერეს ,,ჯინსების თაობის'' გმირებს.