დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"National Geographic" ოკაცეს კანიონით დაინტერესდა
2015/11/23 19:04:33

საქართველოში ბევრი ისეთი აუთვისებელი ადგილია, რომლებმაც ადვილი შესაძლებელია კონკურენცია გაუწიოს სხვა ქვეყნების ცნობილ ტურისტულ ერთეულებს.

ერთ-ერთი ასეთი ადგილით რუსული „National Geographic“დაინტერესდა. მთასვლელთა და მოგზაურთა კლუბ „თეთნულდთან“ ერთად ორთვიან ექსპედიციაში ჟურნალისტი ვიქტორ ლიაგუშკინი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. მათ მოინახულეს ოკაცეს კანიონი. ლიაგუშკინმა ფოტო მასალის გაკეთებისას მთავარი აქცენტი ტურიზმის სახეობაზე- „დაივინგზე“ გააკეთა.

როგორც ექსპედიციის ხელმძღვანელი, ირაკლი ჯულაყიძე „ნიუპრესთან“ საუბრისას აცხადებს, დაივინგისათვის არსებული შესაძლებლობებით ოკაცეს კანიონმა, შეიძლება, კონკურენცია გაუწიოს სახელგანთქმულ ადგილებს. მისი თქმით, მსოფლიოში მხოლოდ ორი ადგილია, სადაც მყვინთავებს მაქსიმალური სიამოვნების მიღება შეუძლიათ:

"ასეთი ადგილები შვეიცარიასა და კანადაშია, სადაც ჩასული მყვინთავები მთის მდინარეების წყლებქვეშ დაცურავენ. ამ ქვეყნებისაგან განსხვავებით, სადაც მყინთავებს ჩასვლა მხოლოდ ორი თვით შეუძლიათ, ოკაცეს კანიონის უნიკალურობაში იმაში მდგომარეობს, რომ აქ 9 თვის განმავლობაშია ტურიზმის ამ სფეროს მომსახურება შესაძლებელი. ჩვენთან გადაადგილებაც უფრო ადვილია, ვიდრე კანადაში, სადაც ერთი ადგილიდან მეორემდე მისასვლელად 1 200 კილომეტრი უნდა იფრინო, რათა მოახერხო ორივე კანიონში ყვინთვა.“

აღნიშნულის შესახებ ცნობები მოხვდება “National Geographic“-ში, თუმცა ჯერ, როგორც ჯულაყიძემ გვითხრა, „პირველ ეტაპზე, მიმდინარეობდა ორთვიანი ფოტოგრაფირება, შემდეგი ეტაპი არის ექვსთვიანი ექსპედიცია და კანიონების დათვალიერება-შესწავლა, ამის შემდეგ შესაძლებელია მოხდეს სტატიის დაბეჭდვა".

მოხვდება თუ არ ოკაცე სადაივინგო მარშრუტებში, იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რა სერვისს შესთავაზებენ ადგილობრივები დაინტერესებულ ტურისტებებს.

 

                                      

 

წყარო: http://geopressnews.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2256
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია