დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დააფიქსირეთ „კადრი ქუთაისში“!
2015/11/23 10:41:34

ფოტოკონკურსისითვის „კადრი ქუთაისში“ მონაზწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება უკვე დაიწყო.  წელს გამარჯვებულები სამ სექციაში გამოვლინდებიან. ძირითადი კონკურსის თემა წელს თავისუფალია. პრემია „ილო“, რომელიც ცნობილი ქუთაისელი ფოტოგრაფის, ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს, გადაეცემა პორტრეტის ჟანრში შესრულებულ საუკეთესო ნამუშევარს. პრემია „პუბლიკის  სიმპატიის“ თემა კი არის „ქუთაისი –  ქალაქი და ადამიანები“, რომელიც ეგრეთწოდებული „ლაიქების“ მეშვეობით გამოვლინდება მერიის კულტურის სამსახურის „ფეისქუქგვერდზე.   

 

კონკურსზე წარმოდგენილი უნდა იყოს 2014-2015 წლებში გადაღებული ფოტოები.  გამარჯვებულები ფულად პრემიებთან ერთად სპეციალური პრიზებითაც დაჯილდოვდებიან.

 

გამარჯვებულები 24 დეკემბერს გამოვლინდებიან. ამავე დღეს გაიმართება დასკვნითი გამოფენა.  

 

ქუთაისის მერის კურტურის სამსახური ფოტოკონკურსს 2007 წლიდან უწევს ორგანიზებას.  როგორც ორგანიზატორები ამბობენ, წელს გაიზარდა ფოტოკონკურსის მასშტაბი, ასევე ჯილდოების მოცულობა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6697
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია