საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
როგორ დავიცვათ თავი შურიანი ადამიანებისგან
2015/11/22 14:31:28

“შენი უბრალოდ შურთ!” — ეს ფრაზა ჩვენი უსიამოვნებების ახსნის მიზნით ხშირად გვესმის ჩვენი ახლობელი ადამიანებისგან. შურთ-ესე იგი ჭორაობენ, უხარიათ ჩვენი ცუდი, გვიგზავნიან უარყოფით ენერგეტიკას.

შურიანი ადამიანი-თქვენი პოტენციური მტერია. როგორ დავიცვათ ასეთი ადამიანებისგან თავი? თუ გრძნობთ, რომ თქვენი შურთ და ამის გამო არ გინდათ უარყოფითი ემოციები მიიღოთ, რამდენიმე რჩევა არ გაწყენდათ.
“თეთრი” შური — მითია, რომელიც შურიანმა ადამიანებმა მოიგონეს, “რათა” ეს შავი ლაქა ჩამოირეცხონ. ყოველი შური დამანგრეველია და თუ შურიანი ადამიანისთვის ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა, ვისიც შურთ, მათთვის პრობლემა ემუციური ხდება. მან შეიძლება ადამიანი დათრგუნოს ან აგრესიული გახადოს და შეიძლება დეპრესიაშიც ჩააგდოს. როგორ დავიცვათ შურისგან თავი?

ჩინელები შურს, როგორც ავადმყოფობად აღიქვამენ და ასევე მას — “წითელი თვალების დაავადებას” უწოდებენ. შურის დროს ადამიანის სულში გლობალური ნეგატიური პროცესები ხდება. მას შეუძლია თავისი შურის ობიექტს ათასი საშინელება უსურვოს, რადგან ის მასზე წარმატებულია, შეძლებულია, განათლებულია ან სხვა მიზეზის გამო (მიზეზს რა გამოლევს…). ფიქრები მატერიალურია. როცა ცუდს გისურვებენ, ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ. მოდით, რამდენიმე მაგალითი განვიხილოთ.

 

1. “წინაპრების”  შური


უფროსი თაობის წარმომადგენლები ხშირად ეუბნებიან ახალგაზრდებს: “ეჰ, 

4

 

როგორ გაგიმართლათ? ჩვენს დროს სად იყო ასეთი შესაძლებლობები”. ეს ეხება ყველაფერს-პროდუქტებს, ტანსაცმელს, კომპიუტერებს, მობილურებს და მრავალ სხვას. სინამდვილეში ისინი მატერიალურ ნივთებს კი არ ხარბდებიან, პრობლემა უფრო სიღრმისეულია-შურის ობიექტს თქვენი ახალგაზრდა ასაკი წარმოადგენს, რომელიც მათ არასდროს ექნებათ.

როგორ შევეწინააღმდეგოთ?
არ ვუსმინოთ მათ. მეთოდი “ყურსასმენები ყურში”-ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ამ თემაზე ურთიერთობას მაქსიმალურად მოვერიდოთ. უბრალოდ იგნორირება მოახდინეთ და ნებისმიერი კომენტარის თუ პროტესტის გამოვლენისგან თავი შეიკავეთ. პოლემიკაში შესვლა და საკუთარი პოზიციის დაცვა ამ შემთხვევაში თქვენში უარყოფითი ენერგიის შემოსვლას გამოიწვევს. თუ ურთიერთობისგან თავის არიდება შეუძლებელია (შურიანი-ახლო ნათესავია, რომელთანაც ზურგით დგომა და იგნორირება უზრდელობათ იქნება აღქმული), უარყოფითი ენერგიის კუპირება მოახდინეთ და განაიარაღეთ იგი. თავი დაუქნიეთ, იუმორი მოიშველიეთ, რაც შურის გესლიან ზემოქმედებას გაანეიტრალებს.

 

 

2. მეზობლების შური


შურის ყველა სახეობიდან უძველესია-ადამიანები, რომლებიც თქვენთან არ

5ცხოვრობენ, მაგრამ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილზე ინფორმაცია გააჩნიათ. მაგალითად, მეზობლები. ასეთებისთვის თქვენი ბინა უფრო უკეთესი, მანქანა უფრო სწრაფი, ავეჯი უფრო მოდერნიზებული, ტანსაცმელი ძვირადღირებული, თმის ვარცხნილობა უფრო მოდური იქნება.

როგორ შევეწინააღმდეგოთ?
დიდი ალბათობაა, რომ “მეზობლურ” შურთან გამკლავება სიკეთით გიცდიათ, საჩუქრები გიჩუქებიათ, მაღაზიამდე მანქანით მიგიყვანიათ და სხვა. მაგრამ მათგან შური მხოლოდ გაძლიერებულა. “მეზობლური გესლის” შემცირების მხოლოდ ერთი საიმედო საშუალება არსებობს. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამცირეთ. გახდით თავაზიანი რობოტი. “დილა მშვიდობისა!”.  “საღამო მშვიდობისა!” და არავითარი “როგორ ბრძანდებით?” საკმაოდ მალე ისინი შეგეშვებიან და სხვა “ხელსაყრელი” ობიექტის ძებნას დაიწყებენ.

 

 

 

3. კოლეგების შური


6
თქვენი შურთ სამსახურში. შურთ თქვენი წარმატებების, თქვენი პროექტების, საქმისადმი დამოკიდებულების და ტალანტების. მაგრამ თქვენ გსურთ მინიმუმ ხელმძღვანელობასთან საკუთარი უნარების დემონსტრირება მოახდინოთ. როგორც ირკვევა, ხელმძღვანელობასაც შურს თქვენი. მას ამისთვის საკუთარი მიზეზები გააჩნია: “ის საკმაოდ კარგ ხელფასზე მშვიდათ მუშაობს, რომელსაც მე ვუხდი, მე კი საკუთარი ფულით ვრისკავ, მუდმივად ნერვებზე ვარ და არავითარი პირადი ცხოვრება”.

 

 

როგორ შევეწინააღმდეგოთ?
საკუთარი ტალანტების წარმოჩენა შეამცირეთ და ის სირთულეები უფრო გაამძაფრეთ, რომელთა გადალახვაც გიწევთ, რათა ხელმძღვანელის დავალება შეასრულოთ, ხოლო ახალ იდეებზე ”პასუხისმგებლობა” კოლეგებთან ერთად გაინაწილეთ, ან ის ხელმძღვანელს გააცანით, თან ისეთი ფორმით, თითქოს ეს იდეა მისი დამსახურებით გაგიჩნდათ.

 

 

4. ქმრის შური
7
თქვენ წარმატებული ქალბატონი ბრძანდებით. ააწყვეთ კარიერა, შექმენით ოჯახი და მთელ სამყროს დაანახეთ, რომ რაღაცას წარმოადგენთ. ხოლო საკუთარი მეუღლე თქვენი წარმატებების დანახვას და მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მამაკაცები, როგორც წესი, “სუსტი სქესის” წარმატებებს მტკივნეულად აღიქვამენ. ეს მათ ძალისხმევას სცილდება.

როგორ შევეწინააღმდეგოთ?
მოგვიწევს მცირე ეშმაკობა. საკუთარი სისუსტეების დემონსტრირება: სარეცხი მანქანა არ ირთვება, მაღაზიიდან პროდუქტების მოტანა გიჭირთ, კონსერვის ქილას ვერ ხსნით და სხვ. თქვენს ქმარს სჭირდება ჰიპერკომპენსაცია,  თქვენც მიეცით ამისი შესაძლებლობა, რომ საკუთარი უპირატესობა იგრძნოს. “წვრილმანების” დიდი რაოდენობა, რომელშიც თქვენ მოისუსტებთ, მას თქვენი წარმატებების შეგუებაში დაეხმარება, ხოლო თქვენ წვრილმანებისგან გათავისუფლდებით.

 

5.მეგობრების შური.
“პირადულზე” ჭორაობა თითქმის ყველა საუკეთესო დაქალს უყვარს და თუ 8

გულუბრიყვულად საკუთარი მეუღლის გაღმერთებას, შვილის წარმატებებზე ტრაბახს ან საყვარელ ადამიანთან რომანტიული ისტორიების დეტალურად მოყოლას დაიწყებთ, დარწმუნებული იყავით, რომ შურის რაღაც დოზით გრძნობას ყველაზე ერთგულ და საუკეთესო დაქალსაც კი გაუჩენთ.

 

როგორ შევეწინააღმდეგოთ?
ნუ ტრაბახობთ, პროვოცირებას ნუ ახდენთ, განსაკუთრებული გულწრფელობა არ გინდათ. თქვენ უნდა გქონდეთ პირადული სივრცე, რომელიც ყველასთვის იქნება დახურული. დაქალი სასაუბროთ გამოიწვიეთ. მოსაწყენ კითხებზე ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლეთ და საპასუხო კითხვები დაუსვით. ხოლო საუცხოო შვებულების შესახებ მისი მონაყოლის შემდეგ უთხარით: “ ძვირფასო, როგორ მშურს შენი! “თეთრი შურით” რა თქმა უნდა”.

 

წყარო: http://webgeorgia.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1922
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია