საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ISIS-ის კოშმარი: ქალის ხელით მოკლული სამოთხეში ვერ მოხვდება
2015/11/21 18:53:18

ჯიხადისტებს  ეშინიათ ქალების ხელით სიკდილი, რადგან  ვერ იგრძნობენ სამოთხის სიტკბოს და ვერ ნახავენ 72 ქალწულს, რომლებიც მათი რწმენის მიხედვით, სამოთხეში ელოდებიან. სწორედ ამიტომ, ქურთმა ქალებმა ჩამოაყალიბეს 123 ქალიანი ბატალიონი და ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებს შიშის ზარს სცემენ.

ბატალიონი შედგება 17 დან 30 წლამდე ქალებისგან. ისინი პირდაპირი მნიშვნელობით შიშისგან აკანკალებენ ტერორისტებს.

ბატალიონი  ყოფილი და თანაც საკმაოდ წარმატებული მომღერლის, 30 წლის ხატე შინგალის მიერ შეიქმნა. მას შემდეგ, რაც მან  მიიღო ქურთების პრეზიდეტის, მასუდ ბარზანის თანხმობა, ჩამოეყალიბებინა ექსკლუზიურად ქალების რაზმი, რომლებიც იბრძოლებდნენ პერშმერგას მხარდამხარ ერაყში.

„ისინი ჩვენ გვაუპატიურებენ, ჩვენ მათ ვკლავთ !”. ამორძალებს მიზანში  მხოლოდ ისლამური სახემწიფოს მებრზოლები ჰყავთ, ეს უკანასკნელები მართლაც რეგულარულად იტაცებენ იეზიდ გოგონებს და ყიდიან მათ სექსუალურ მონებად. მთლიანობაში ჯიხადისტებს მოკლული ჰყავთ 5000 იეზიდი და გატაცებული 500 ადამიანი .

ცნობისათვის “დაეშმა” მოკლა 19 გოგო, რომლებიც უარს ამბობდნენ სექსუალურ მონობაზე. ბატალიონის წევრებმა ყველაზე კარგად იციან, რომ ისინი  სიცოცხლის ფასად რისკავენ. ან დაიხოცებიან, ან გახდებიან სექსუალური მონები, თუმცა შურისძიების წყურვილით აღვსილნი, უარს არ ამბობენ იარაღის ხელში აღებაზე. “დაეშის” სექსუალური მონების კატალოგის მიხედვით, ბავშვის ფასი არის 165 დოლარი. პოპ მომღერალი, ყოფილი ტოპ მოდელი ჰელი ვული , რომლის ზედმეტსახელია ქურთი შაკირა, თავისი იარაღითა და სიმღერით ებრძვის ისლამურ სახემწიფოს და კლიპს სახელწოდებით „ ყყველანი დაეშის წინააღმდეგ“ , ატრიალებს ბრძოლის ზონებში.

.

 

კლიპს 2 მილიონი ნახვა აქვს. სიმღერაში გამოყენებული ტექსტის გამო, ტერორისტები სასიკვდილით დაემუქრნენ მომღერალს და 46 წლის კანადელ ყოფილ ტოპ მოდელს,რომელიც საკუთარ თავს ვეფხვ მზეს უწოდებს. მან ხელში იარაღი აიღო და გასულ გაზაფხულს სირიაში გაემგზავრა  საბრძოლველად, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სამხედრო მომზადება არ გაუვლია.

.

femmes-yezidies-combat-daesh-6

 

 

.

sun-girls-644x362--575x323

.

წ1

.

ypg-20150821-300x300

.

55daf33dc46188d6628b45ad

.

tylyedkj4vt8ka2akrnf

.

eZuDW4E

 

წყარო: http://www.postalioni.com/

წყარო :mirror,  francais.rt.com, foxtrotalpha

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 20862
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია