20 ნოემბერს, კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ პიანისტ ვალერიან შიუკაშვილსა და ტენერიფეს საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვებულ ახალგაზრდებს უმასპინძლა და ესპანეთის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვება პირადად მიულოცა.
ესპანეთში, „ტენერიფეს საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში“ წელს, მსოფლიოს 13 ქვეყნიდან 224 მუსიკოსი მონაწილეობდა. პიანისტ ვალერიან შიუკაშვილის ინიციატივითა და თბილისის მერიისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, მონაწილეობა კონკურსში თბილისიდან, თელავიდან, ქუთაისიდან, სენაკიდან და ბათუმიდან 9 ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელმა მიიღო.
კონკურსის 224 მონაწილიდან, მთავარი საპრიზო ადგილები სწორედ ქართველმა კონკურსანტებმა გაინაწილეს.
ნანა გორგოძე - ქუთაისი - I პრემია
ლიზი ბასილაძე - ქუთაისი - I პრემია
თამაზ მჟავანაძე - ბათუმი - I პრემია
ნათია ჯაჯანაშვილი - თელავი - I პრემია
ვიტალი კენჭაძე - ქუთაისი - I პრემია
კესო ლეფსაია - სენაკი - II პრემია
ლილე ემნაძე - ქუთაისი - II პრემია
მარიზა აფხაზავა - ბათუმი - II პრემია
ლანა გუნია - თბილისი - II პრემია
გამარჯვებულები როგორც ფულადი პრემიებით, ასევე სხვა საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.