დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტოლერანტობის კვირეული
2015/11/20 17:55:17

ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საინფორმაციო კამპანიით აღნიშნა. ამ მიზით ცენტრის წევრების მიერ ორგანიზება გაუკეთდა ფოტოსესიას ტოლერანტობის თემაზე. კამპანიაში მონაწილეთა მთავარ მესიჯს წარმოადგენდა მოწოდება: "ვიყოთ ტოლერანტები!".

 

ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო. მას შემდეგ ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად ღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ შეხსენება.


ღონისძიება ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2259
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია