დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ყველა განსხვავებული – ყველა თანასწორია
2015/11/20 17:50:08

სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის'' ფარგლებში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლისა და მე-9 კლასის მოსწავლეთა ინიციატივით განხორციელდა საკლასო პროექტი "ყველა განსხვავებული - ყველა თანასწორია". პროექტის მიზანი შშმ პირთა საზოგადოებასთან ინტეგრაციის ხელშეწყობაა. 


საკლასო პროექტის ფარგლებში, სკოლის სპეც მასწავლებელმა მე-9 კლასის მოსწავლეებისათვის ინკლუზიისა და შშმ პირთა ინტეგრაციის საკითხებზე ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა. 

არგვეთის საჯარო სკოლას, მასპინძელი ბავშვების მშობლთა თანადგომითა და ფინანსური მხარდაჭერით, საჩხერის ყრუ-მუნჯთა სკოლის ბავშვები სტუმრობდნენ. 

მოეწყო რამდენიმე ინტეგრირებული ღონისძიებაროლური თამაშები: გაცნობა, ნატვრის ხე, ერთობლივი ხატვა. 
ბოლოს სტუმრებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2577
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია