დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პროექტის შეჯამება
2015/11/20 17:47:08

19 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში''ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით  გაიმართა პროექტის ,,შშმ პირთა უფლებების დაცვა და განხორციელება'' შემაჯამებელი ღონისძიება. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის კანცელარიის წევრები, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელები. 

 

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო შშმ პირთა თანაბარი პირობების უზრუნველყოფის 2014–2016 წლების სახელმწიფო სამოქმედო გეგმის მე–9 თავის (შრომა და დასაქმება) მონიტორინგის შედეგები. 

 

პროექტი ხორციელდება შშმ პირთა საკითხებზე ორიენტირებული 11 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია შშმ პირთა დასაქმების ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2285
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია