დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენციის დღე
2015/11/20 17:44:15

სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის'' ფარგლებში, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის პროგრამის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებმა ბავშვთა უფლებათა კონვენციის დღე –20 ნოემბერი აღნიშნეს. 


სამოქალაქო კლუბის ლიდერებმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ჰანსქრისტიან ანდერსენის ზღაპარი ,,ასანთის გამყიდველი გოგონა’’ წაუკითხეს. წაკითხული მასალის უკეთ გასააზრებლად კი მოსწავლეებს ბავშვთა უფლებათა კონვენციის მოკლე ვერსია დაურიგეს, მსმენელები ჯგუფებად გადაანაწილეს და დავალება მისცეს, ემსჯელათ, თუ უფლებათა კონვენციის რომელი მუხლები დაირღვა გოგონას მიმართ. პატარა მოსწავლეებმა თავიანთი აზრები ნახატებითაც გამოხატეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2446
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია