დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შსს-მ „პროკრედიტ ბანკის“ ყაჩაღობა გახსნა
2015/11/20 09:04:19

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული გიორგი ბ. დააკავეს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 ნოემბერს ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღა, საიდანაც 15 000 ლარამდე ფული გაიტაცა. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს, დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

 

წყარო: http://police.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2151
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია