საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ტარიელ ანდღულაძის პერსონალური გამოფენა
2015/11/19 12:34:11

2015 წლის 17 ნოემბერს, სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის'' (‪#‎MT) ფარგლებში, სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ღანირის საჯარო სკოლაში მოეწყო მე-10 კლასის მოსწავლის, კლუბის აქტიური წევრის მხატვარ ტარიელ ანდღულაძის პერსონალური გამოფენა, წარმოდგენილი იყო 50-მდე ნახატი და ასევე ხელნაკეთი ნივთები. 

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის საჯარო სკოლის დირექტორი, სამოქალაქო კლუბის წევრები, ასევე სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი. ტარიელ ანდღულაძე ღანირის საჯარო სკოლის დირექტორმა დიპლომითა და ფასიანი საჩუქრით დააჯილდოვა. 

 

ღონისძიების ბოლოს გაიმართა მეგობრული შეხვედრა ფრენბურთში, შეჯიბრში ღანირის, მაღლაკისა და ნაბაკევის საჯარო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ. გამარჯვება მასპინძლებსღანირელებს ხვდათ წილად, გუნდს გამარჯვების სიმბოლოდ თასი გადაეცა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1625
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია