საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დიაბეტის საერთაშორისო დღე
2015/11/19 12:33:10

დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის ორგანიზება გაუკეთდა საინფორმაციო შეხვედრას თემაზე: „დიაბეტი და მისი პრევენციის გზები“. შეხვედრას უძღვებოდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის წარმომადგენლები ნოდარ მაღლაფერიძე, მაია სირაძე და რეპროდუქტოლოგი ია ღვინეფაძე. შეხვედრაზე განხილული თემები გახლდათ: დიაბეტი და მისი გართულებების პრევენცია, დიაბეტის ადრეული ნიშნების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდა და დაავადების ადრეული გამოვლენისადმი ხელშეწყობა.


შეხვედრა ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (‪#‎PITA ) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG ) მიერ, აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (‪#‎KEDEC)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1706
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია