დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოში ევროკავშირისადმი შიში 15%-ით გაიზარდა
2015/11/17 21:26:22

პრეს-რელიზი ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში 2015 წლის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აქვეყნებს ევროკავშირის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებისა და ცოდნის 2015 წლის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს.

 

გამოკითხვის საფუძველზე მომზადებულ ანგარიშს ფონდი საზოგადოებას ნოემბრის ბოლოს წარუდგენს. ანგარიში მიმოიხილავს 2015 წლის გამოკითხვისა და ბოლო 7 წლის ძირითად ტენდენციებს. საკითხისადმი საზოგადოების დიდი ინტერესის გამო, ფონდი გამოკითხვის პირველად მონაცემებს ასაჯაროებს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ შემდეგი საინტერესო ტენდენციები გამოავლინა:

 

კვლავინდებურად დიდია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა. თუმცა, ეს მაჩვენებელი 2013 წლის შემდეგ 78%-დან 61%-მდე შემცირდა.

 

ამავე დროს, საზოგადოებაში გაძლიერდა შიში, რომ ევროკავშირი საფრთხეს უქმნის ქართულ ტრადიციებს. ასე თვლის მოსახლეობის 45%. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 30% იყო.

 

კითხვაზეყველაზე უკეთ ვის შეუძლია დღეს დაეხმაროს საქართველოსევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს თუ რუსეთს?“  33%-მა ევროკავშირს მიანიჭა უპირატესობა, 24%-მა რუსეთს, ხოლო 17%-მა აშშ-. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის 61% თვლის, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება არამიზნობრივად იხარჯება.

 

მოსახლეობის 63%- სმენია ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების თაობაზე. ამავე დროს, მოსახლეობის 49% აცხადებს, რომ ისურვებდა ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

 

 

საქართველოს რეგიონებში კომპაქტურად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ცოდნა ევროკავშირის შესახებ, საგრძნობლად ჩამოუვარდება დანარჩენი მოსახლეობის ინფორმირებულობის დონეს. მაგალითად, ევროკავშირ- საქართველოს ასოცირების შეთანხმების თაობაზე ქართულენოვანი მოსახლეობის 66%- სმენია, ხოლო ეთნიკური უმცირესობების -- მხოლოდ 26%-. შესაბამისად, ევროინტეგრაციის მიმართ ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერაც დაბალია. მაგალითად, ევროკავშირში გაწევრიანებას ქართულენოვანი მოსახლეობის 64% უჭერს მხარს, ხოლო ეთნიკური უმცირესობების -- 35%. კვლევა ჩატარდა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოში ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. გამოკითხვა სი-არ-არ-სი საქართველომ ჩაატარა. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მისიაა პრაქტიკული პროგრამების განხორციელებით, საშუალება მისცეს მოქალაქეებს, თავიანთი წვლილი შეიტანონ სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებასა და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდაში, რათა გაუმჯობესდეს მათი და მათ გარშემომყოფთა ცხოვრება. მიზნობრივი პროგრამების მხარდაჭერისა და საგრანტო კონკურსების გზით, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი მიმდინარე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებში მოქალაქეთა აქტიურ თანამონაწილეობას უზრუნველყოფს, რაც ადგილობრივ, რეგიონულ თუ ეროვნულ დონეზე პოზიტიურ ცვლილებებს უწყობს ხელს. დამატებითი ინფორმაციისათვის ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის შესახებ, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: www.epfound.ge.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2455
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია