დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭამენ თუ არა ცოლებს ამერიკის პარტნიორ საუდის არაბეთში?
2015/11/17 15:52:43

2015 წლის 1 ნოემბერს რუსთავი 2-ის საინფორმაციო გადაცემა "კურიერის" ეთერში „ერეკლე მეორის საზოგადოების" თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძემ დასავლეთის მავნე გავლენის საილუსტრაციოდ მოიყვანა მაგალითი, რომლის მიხედვით, თითქოსდა შეერთებული შტატების მოკავშირე საუდის არაბეთში ქმრის მიერ საკუთარი ცოლის მოკვლა და ჭამა ნებადართულია. მისივე მტკიცებით, საუდის არაბეთში არსებულ ამ კანონზე შეერეთებულ შტატებს არავითარი რეაქცია არ აქვს.

 

მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელება 2015 წლის აპრილის დასაწყისში პროირანულმა მედიამ (ონლაინ პორტალმა Al Alam და ლიბანურმა საიტმა http://www.tayyar.org/) დაიწყო. ამ არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს საუდის არაბეთის მთავარმა მუფტმა შეიხ აბდულ აზიზ ალ-შეიხმა (Sheikh Abdul Aziz Al-Sheikhმიიღო რელიგიური კანონი (ფატვა), რომლის მიხედვითაც მშიერ მამაკაცს უფლება აქვს სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი ცოლი, ან ცოლის სხეულის ნაწილი შეჭამოს. წყაროს ცნობით, ამ გზით ქალის მხრიდან ქმრის მორჩილების გამოვლენა მოხდება. მსგავსი სახის ინფორმაცია სხვა მედიასაშუალებებშიც გავრცელდა. ინფორმაცია გადაუმოწმებლად და წყაროს მითითების გარეშე ვრცელდებოდა, რამაც არაბულ სოციალურ სივრცეში ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა და დისკუსიის საფუძველი გახდა.

 

მთავარმა მუფტმა მსგავსი ფატვის არსებობა უარყო და არაბულ პრესას ოფიციალური განცხადება მიაწოდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ასეთი სახის ინფორმაციას მტრული ძალები ავრცელებდნენ: "ეს ასევე არის მცდელობა, შებღალონ ისლამი, როგორც რელიგია, რომელიც პატივს მიაგებს ადამიანს და არ ახდენს ქალისა და კაცის დისკრიმინაციას," - აღნიშნული იყო განცხადებაში.

 

ლიბანში საუდის არაბეთის ელჩმა ლიბანის ტელევიზია და მედია საშუალებები გააკრიტიკა და მათ არაბთა საემიროს შეურაცხყოფაში დასდო ბრალი.

 

ამ ცრუ ფატვას შესახებ ინფორმაციის საწყისად მაროკოელ ბლოგერს მიიჩნევენ. CNN-ის არაბულ გამოცემასთან ინტერვიუში ინტერნეტ სააგენტოს რედაქტორმა განმარტა, რომ ბლოგერი, სახელად "მაროკოელი ისრაფელი" (Israfel Moroccan) სარკაზმით დასცინის მთავარ მუფტს, რომელიც ცნობილია თავისი წინააღმდეგობრივი განცხადებებით. მაგალითად, მან განაცხადა, რომ Twitter ბოროტების წყაროა, ხოლო ახლო აღმოსავლეთში არსებული ყველა ეკლესია უნდა დაინგრეს. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ სვეტის სახელია"Akhbar al-Tanz", რაც მაროკოულ დიალექტზე "სარკასტულ ინფორმაციას" ნიშნავს, ბევრმა მედია საშუალებამ, მათ შორის პრო-ირანულმა, ეს ხუმრობაროგორც უტყუარი, რეალური ფაქტი გააშუქა.

 

 

ამ ცრუ ფატვას გარშემო დიპლომატიური გაურკვევლობა არაბულ სახელმწიფოებში აპრილის თვეშივე მოგვარდა და ადგილობრივმა საზოგადოებებმაც გაიგეს, თუ რა სახის გადაუმოწმებელ ინფორმაციასთან ჰქონდათ საქმე.

 

წყარო: http://www.eurocommunicator.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2783
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია