ფინური განათლების სისტემაზე დამკვიდრებული მაღალი შეხედულება უსაფუძვლო რომ არ არის ამას ფინელი მოსწავლეების ცოდნის მაჩვენებელი მოწმობს. სხვადასხვა კვლევების მიხედვით ირკვევა, რომ მსოფლიოში ყველაზე მეტს ფინელი მოსწავლეები კითხულობენ; ყველაზე საუკეთესო შედეგებს საბუნებისმეტყველო და მათემატიკურ მეცნიერებებშიც სწორედ ისინი აღწევენ. დღევანდელ სტატიაში ფინურ განათლების სისტემაზე არ მოგიყვებით, უბრალოდ, შევადარებთ ქართველ და ფინელ პედაგოგებს. შედარების საშუალებას კი TALIS-ის სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა.
TALIS-ის კვლევა სკოლის პედაგოგების მომზადებასა და პროფესიულ განვითარებას, მუშაობის ფორმას და უკუკავშირს, მასწავლებელთა შეხედულებებისა და დამოკიდებულებებს, ასევე, სწავლებისა და საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის შესახებ თვითშეფასებებს შეისწავლის. TALIS-ი ასევე იკვლევს მასწავლებლების მიერ საკუთარი ეფექტიანობის სამუშაოთი კმაყოფილების მაჩვენებელს; აფასებს სკოლასა და საკლასო ოთახში არსებული ატმოსფეროს.
TALIS-ის უახლეს კვლევაში, რომელიც 35 ქვეყანაში ჩატარდა, მონაწილეობა ქართველმა პედაგოგებმაც მიიღეს. შედეგის გათვალისწინებით, გადაჭარბებული ნათქვამი არ გამოგვივა თუ ვიტყვით, რომ თვითშეფასების კომპონენტით, ქართველი პედაგოგები ფინელ პედაგოგებს ბევრად უსწრებენ.
ქართველი პედაგოგების თვითშეფასების მაჩვენებელი რუმინეთის გამოკლებით აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყნისას აღემატება და სჭარბობს ისეთ წარმატებულ სისტემებში მოღვაწე პედაგოგების თვითშეფასებას როგორებიცაა ფინეთი, სინგაპური, ჰოლანდია და კანადა. ქართველი მასწავლებლები უფრო მომზადებულად გრძნობენ თავს ვიდრე მასწავლებლები საფრანგეთში, ნორვეგიაში, ჰოლანდიაში, იაპონიასა და მექსიკაში.
კვლევის თანახმად, ყველა სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში ყველაზე მაღალია 60 წლის და უფრო მაღალი ასაკის პედაგოგების წილი, ხოლო ახალგაზრდა პედაგოგების მაჩვენებელი ყველაზე დაბალი.
გარდა ამისა, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს სამუშაო ადგილის, ანუ სკოლის უცვლელობის კუთხით. თუ TALIS-ის საშუალო მონაცემი 8 წელია, ქართველი მასწავლებლები საშუალოდ ერთსა და იმავე სკოლაში 18 წელი მუშაობენ. ერთ-ერთი ყველაზე მაღალია სამუშაო სტაჟის მაჩვენებელიც – საქართველოში ის დაახლოებით 23 წელია.
უფრო კონკრეტულად, როგორ აისახება ციფრებში ქართველი პედაგოგების თვითშეფასების მაჩვენებელი და რა კუთხით აფასებენ ისინი გაწეულ შრომას:
რაც შეეხება სკოლაში და სასწავლო პროცესზე დახარჯულ დროს, TALIS-ის კვლევებში მონაწილე ქვეყნები სასკოლო საქმიანობაზე კვირაში 44 საათს ხარჯავენ, სწავლებაზე კი 23 საათს. ქართველი მასწავლებლები კი სასკოლო საქმიანობას კვირაში 44 საათს უთმობენ, ხოლო სწავლებას 18 საათს.
თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ რიგითი ფინელი პედაგოგის ხელფასი 2500 ევროა. ამის მიუხედავად, ქართველი პედაგოგები ბევრად უფრო კმაყოფილები არინ თავიანთი სამუშაოთი და პროფესიით ვიდრე ფინელი მასწავლებლები.
როგორც კვლევით ირკვევა, ქართველი პედაგოგები ყველაზე თავდაჯერებულად გრძნობენ თავს კლასის მართვასთან დაკავშირებული ამოცანების გადაწყვეტისას და შედარებით ნაკლებად თავდაჯერებულები არიან სწავლებასთან დაკავშირებული ამოცანების შესრულებისას.
კვლევა საქართველოში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა და ადმინისტრირების პროცესში საქართველოს 440 სკოლის 6000- ათაზე მეტი პედაგოგი გამოკითხა.
მიუხედავად თვითშეფასების ასეთი მონაცემებისა, აღიარებულია, რომ ფინეთი, სინგაპური, ამერიკა და კანადა დღეს განათლების სისტემების თვალსაზრისით მოწინავე ქვეყნები არიან; საქართველოში კი ზოგადი განათლება სუსტ რგოლად ითვლება. თუ რატომ არის აცდენილი შეფასება და რეალობა ერთმანეთისგან, ამ საკითხზე Aris.ge-განათლება ექსპერტების შეფასებებს შემოგთავაზებთ
წყარო: http://edu.aris.ge/