დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში აკაკიწერეთლის საიუბილეო საღამო გაიმართა
2015/11/17 12:10:12

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში აკაკი წერეთლის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა, თეატრის ფოიეში მოეწყო აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ შექმნილი გამოფენები და წიგნის პრეზენტაციები. სტუმრებმა დაათვალიერეს ქეთი მატაბელის ფოლიანტები - „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო“; ასევე მწერლის შესახებ შექმნილი პლაკატები და გამოფენა სახელწოდებით „აკაკი ქართულ ხელოვნებაში“. ამავე დღეს თეატრში აკაკი წერეთლის ცხოვრებისადმი მიძღვნილი კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა.

 

საღამო დასკვნითი ღონისძიებით დასრულდა, რომელშიც სხვადასხვა თეატრის მსახიობები და ქართველი მომღერლები მონაწილეობდნენღონისძიებაში მონაწილეობა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ მიიღეს.

 

2015 წელი აკაკი წერეთლის საიუბილეო წელია. მწერლის გარდაცვალებიდან 100, ხოლო დაბადებიდან 175 წელი გავიდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მწერლის საიუბილეო თარიღი მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.

 

„ქუთაისი მჭიდროდ არის დაკავშირებული აკაკი წერეთლის მოღვაწეობასთან. იუნესკოს მიერ წლევანდელი წელი აკაკის წლად არის გამოცხადებული. მე ვფიქრობ, რომ კულტურის სამინისტროს სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ დასკვნითი კონცერტი სწორედ ქუთაისში გამართა,“- აღნიშნა კულტურიე მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7004
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია