დღეს საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციამ იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ტრეფიკინგის პრევენციის პროექტი შეაჯამა და ამ თემაზე გამოცხადებული მედიაკონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა //www.psnews.ge/index.php?m=68&news_id=59086
კონკურსში გაზეთ „პოსტსკრიპტუმიდან“ და ინტერნეტგამოცემა psnews.ge –დან სამ ჟურნალისტს ჰქონდა სტატია წარდგენილი: „ონლაინმასალის ნომინაციაში“ – ელისო ხოჯანაშვილს (ჭიათურიდან)http://www.psnews.ge/index.php?m=68&news_id=59024 და გოჩა ქიმაძეს (საჩხერიდან) http://www.psnews.ge/index.php?m=68&news_id=59025, ხოლო „ბეჭდური სტატიის ნომინაციაში“ – თამარ გოგიჩაიშვილს (ქუთაისი) http://www.psnews.ge/index.php?m=68&news_id=59005
ელისო ხოჯანაშვილის სტატიამ "ქუჩაში გამოკრული განცხადებები – გზა ტრეფიკინგისკენ" ჟიურის განსაკუთრებული სიმპატია დაიმსახურა საინტერესო ჟურნალისტური მიგნებისათვის.
ჟურნალისტ თამარ გოგიჩაიშვილის სტატიამ "ტრეფიკინგი თუ უფლებებში გაურკვეველი ქართველი ძიძები გერმანულ ოჯახებში" გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო ბეჭდური სტატია“
იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა კონკურსის მონაწილეებს და გამარჯვებულებს სერტიფიკატები და სამახსოვრო პრიზები გადასცეს.