დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით იმერეთში მედიაკონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
2015/11/16 20:00:08

 

ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით,   იმერეთის რეგიონში  საინფორმაციო კამპანია დასრულდა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში ჩატარდა.  პროექტის მიზანი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) საფრთხეების, დანაშაულის თავიდან აცილების საშუალებებისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმების სახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

 

პროექტ - „რეგიონული მედია ტრეფიკინგის პრევენციისთვის იმერეთში““საქართველოს რეგიონული მეიის ასოციაცია განახორციელა. დასკვნითი ღონისძიებები (მრგვალი მაგიდა და მედიაკონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოება) ქუთაისში, „პრესის სახლში“ გაიმართა

 

 „ტრეფიკინგი, როგორც დანაშაული და მისი პრევენციის გზები“ - ამ თემაზე გამართულ დისკუსიაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის  წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

დისკუსიის დასრულების შემდეგ, მედიისთვის გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.

 

ნომინაციები ასე გადანაწილდა:

 „საუკეთესო ტელესიუჟეტი“ - ტელეკომპანია „რიონი“ (მარინა გამყრელიძე, ელზა ჩუბინიძე, ზურა ფარულავა),

 „საუკეთესო რადიოსიუჟეტი“ - „ძველი ქალაქი“ (სალომე ჩახუნაშვილი),

„საუკეთესო ბეჭდური მასალა“ - გაზეთი „P.S.“ (თამარ გოგიჩაიშვილი),

„საუკეთესო ონლაინმასალა“ - ინტერნეტგამოცემა „ნიუპრესი“ (ცისანა შერგილაშვილი).

 

აქვე აღსანიშნავია, რომ ჟიურის ერთ–ერთი ფავორიტი სტატია გახლდათ გაზეთ "პოსტსკრიპტუმის" დამწყები ჟურნალისტის, ელისო ხოჯანაშვილის სტატია "ქუჩაში გამოკრული განცხადებები – გზა ტრეფიკინგისკენ"  http://www.psnews.ge/index.php?m=68&news_id=59024

 

 

 

საკონკურსო მასალებში საუბარია სრულწლოვანთა და არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის დანაშაულისა და არალეგალური მიგრაციის საფრთხეების შესახებ, ტრეფიკინგისაგან თავის დაცვის საშუალებებისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის სახელმწიფო სერვისების მიწოდების თაობაზე.

 

გამარჯვებულებს დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. მედიის წარმომადგენლები, ასევე, თემატური სახელმძღვანელოებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან დაჯილდოვდნენ.

 

 

პროექტის ადმინისტრირება იუსტიცის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ განახორციელა. აღსანიშნავია, რომ იმერეთში საინფორმაციო კამპანია 24 სექტემბრიდან მიმდინარეობდა. პროექტის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა საინფორმაციო შეხვედრაზე მსმენელებს განუმარტეს არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის საფრთხეები; როგორ დაიცვან თავი, რათა არ იქცნენ ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლად; როგორ ებრძვის სახელმწიფო ტრეფიკინგს და რა დახმარებას სთავაზობს სახელმწიფო დანაშაულის მსხვერპლსა და დაზარალებულს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8348
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია