საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
შეხვედრა სპორტულ ჟურნალისტებთან
2015/11/15 19:25:02

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევართა კლუბის წევრები სპორტული გაზეთის ,,ლელოს’’ ჟურნალისტს დავით კოხრეიძესა და ტელეკომპანია ,,რიონის’’ სპორტულ კომენტატორს რამაზ ჩხიკვაძეს ქუთაისის იუსტიციის სახლის შეხვედრების დარბაზში შეხვდენენ.

ჟურნალისტები კლუბის წევრებს ქართული სპორტის განვითარების ისტორიაზე ესაუბრნენ. აქცენტი გაკეთდა ქუთაისის სპორტულ ცხოვრებასა და დღევანდელ მდგომარეობაზე. გაიხსენეს კომენტატორად მუშაობის პერიოდში თავს გადახდენილი მხიარული ისტორიები. ახალგაზრდებმა ჟურნალისტებს შეკითხვები დაუსვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა პროექტის ფარგლებში გამოცხადებული ვიდეო რგოლების კონკურსის შეჯამება. ჟიურის წევრები მოწვეული სტუმრები იყვნენ. რომლებმაც გამარჯვებულ ვიდეოდ ერთხმად დაასახელეს ქუთაისის №30 საჯარო სკოლის მიერ მომზადებული ვიდეო რგოლი. გამარჯვებულს დიპლომი და ფასიანი საჩუქარი გადაეცა. ასევე დიპლომი მიიღო კონკურსის ყველა მონაწილემ.

ჯანსაღი წესის მიმდევართა კლუბი პროექტის ,,ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა’’ ფარგლებში შეიქმნა და მასში 14–18 წლამდე მოზარდები გაწევრიანდნენ. პროექტს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. პროგრამის ადმინისტრირებას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახდენს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1903
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია