დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოლიდარობის აქცია ქუთაისში
2015/11/14 23:59:40


საფრანგეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით ქუთაისში ახალგაზრდული ცენტრის  მედიასკოლის ინიციატივით სოლიდარობის აქცია გაიმართა. Pray for Paris - ამ მესიჯით გამოხატეს სოლიდარობა ფრანგი ხალხის მიმართ ქუთაისელმა ახალგაზრდებმა.



აქცია ახალგაზრდული ცენტრის (ყოფილი კინო "სულიკოს") შენობასთან მოეწყო და მას ცენტრის სხვა ჯგუფების ახალგაზრდებიც შეუერთდნენ.



 "სოლიდარობას ვუცხადებთ ფრანგ ხალხს. არა აქვს მნიშვნელობა, სად ხდება ტერორისტული აქტი, დღეს ყველანი პარიზელები ვართ", - აღნიშნა ახალგაზდული ცენტრის დირექტორმა ნატალი პატარიძემ.



 საფრანგეთის ისტორიაში 13 ნოემბრის ტერაქტი ყველაზე მასშტაბურია და მას დაუზუსტებელი ინფორმაციით 153 ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე მასშტაბურ ტერაქტებს, დაშავებულია 220-მდე ადამიანი, აქედან 90 -მდე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.



საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოაცხადებული, ჩაიკეტა ქვეყნის საზღვრები.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3557
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია