საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მესხიშვილის თეატრში აკაკი წერეთლის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება
2015/11/12 14:54:54

16 ნოემბერს, 18:30 საათზე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, აკაკი წერეთლის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.


ღონისძიების ფარგლებში, თეატრის ფოიეში მოეწყობა აკაკი წერეთლის ცხოვრების მოღვაწეობის შესახებ შექმნილი გამოფენები და წიგნის პრეზენტაციები. სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ქეთი მატაბელის ფოლიანტები - „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო“; გამოფენა სახელწოდებით „აკაკი ქართულ ხელოვნებაში“ და მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ შექმნილი პლაკატები. საღამოს დასკვნითი ნაწილი კი აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილი თეატრალური წარმოდგენა იქნება.


ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მხარდამჭერი ქუთაისის მერია.
2015 აკაკი წერეთლის საიუბილეო წელია. მწერლის დაბადებიდან 175 წელი, ხოლო გარდაცვალებიდან 100 წელი გავიდა 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6462
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია