დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ექსკურსიაზე
2015/11/12 11:00:25

წლის 24 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისის N 40 საჯარო სკოლის ისტორიის კლუბის ,,მემატიანედა მკითხველთა კლუბის ,,ჰორიზონტიწევრები იმყოფებოდნენ თბილისში ექსკურსიაზე. მათ დაათვალიერეს საქართველოს ეროვნული არქივის მიერ მოწყობილი გამოფენა : ,,საქართველოს პირველი რესპუბლიკა“. გამოფენას მასპინძლობდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის .შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა.გამოფენა მოიცავდა ეროვნულ არქივში დაცულ წერილობით წყაროებს და ფოტომასლას საქართველოს დამოუკიდებლობის  შესახებ და საქართველოს პირველი რესპუბლიკის სამწლიანი ისტორიის (1918-1921წწ) პერიოდს. ეს ერთ-ერთი ფართომაშტაბიანი გამოფენა წარმოდგენილი იყო პირველად ერთა ლიგაში საქართველოს პირველი რესპუბლიკის წარმომადგენლის ხარიტონ შავიშვილის პირადი საარქივო ფონდიდან, რომლის ციფრული ვერსიის საქართველოში ჩამოტანა 2015 წელს მოხერხდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით ჟენევის გაეროს განყოფილების ბიბილიოთეკიდან. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უნიკალური ფოტო-დოკუმენტები ,წერილობითი სახელმწიფო დოკუმენტები ,რომლებიც ასახავდა იმდროინდელ საგარეო პოლიტიკას,პრესისა და ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებს.


ფოტომასალა და წერილობითი დოკუმენტები დაყოფილი იყო თემებად: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და სახელმწიფო ატრიბუტიკა,პირველი არჩევნები,საქართველოს დამფუძნებელი კრება და საკანონმდებლო საქმიანობა,სახელმწიფო და ეკლესია,საგარეო ურთიერთობები,შეიარაღებული ძალები,საზოგადოებრივი ცხოვრება,დამოუკიდებლობის დაკარგვა,ხარიტონ შავიშვილი, გამოფენილი იყო 140 დოკუმენტის დედანი.


ჩვენ დიდი ინტერესით გავეცანით იმ მასალებს, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს ასახავდა. ამავე გალერეაში დავათვალიერეთ სამი სახელოვანი ქართველი მხატვრის ლადო გუდიაშვილის, ნიკო ფიროსმანის და დავით კაკაბაძიის ნამუშევარები და თურქი ფოტოგრაფის ასევე უნიკალური, მრავლისმეტყველი შთამბეჭდავი ფოტოგამოფენა, რომელშიც წარმოდგენილი იყო გასული საუკუნის სტამბულის მრავალმხრივი ყოფა და პორტრეტები.შემდეგ გადავინაცვლეთ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში და საქართველოს . ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, ავედით მთაწმინდაზე,დავათვალიერეთ ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი,მამადავითის ეკლესია.დღე დავიწყეთ სვეტიცხოვლის და სამთავროს მოლოცვით და დავასრულეთ სამების საკათედრო ტაძარში მწუხრის ლოცვაზე დასწრებით, რომელსაც აღავლენდა საქართველოს კათალიკოს პატრიარქი,უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. ამაღლებული განწყობით,საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული დღის შემდეგ უზომოდ კმაყოფილნი დავბრუნდით ქუთაისში. ექსკურსიაში მონაწილეობდნენ X, XI, XII კლასის მოსწავლეები.ექსკურსიას ხელმძღვანელობდა N 40 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი: ნინო ბანცაძე.

 

მადლობა ყველას, რომ ერთმანეთს ვაჩუქეთ ეს საინტერესო,ლამაზი და მხიარული დღე!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2390
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია