დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სულხან ქობულაძე სიმართლის საპოვნელად "რკინის ქალამნებს" ჩაიცვამს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/11/11 21:09:56

,,საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის” თავჯდომარე სულხან ქობულაძე საქართველოს მთავრობას მიმართავს.ტექსტს უცვლელად გთავაზობთ


საქართველოს პრემიერ–მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ,
პარლამენტის თავჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს,
საქართველოს გენერალურ პროკურორს, ბატონ გიორგი ბადაშვილს,
სახალხო დამცველს, ბატონ უჩა ნანუაშვილს


ვარ არასამთავრობო ორგანიზაცია “ საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის“ დირექტორი 2002 წლიდან. ვარ თითქმის ყველა საპროტესტო აქციის აქტიური მონაწილე , რომელიც მიმართული იყო სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ (2007–2009წწ. ; 26 მაისისა და 1 ოქტობრის ; 2012 წლის ) .

 

ამაწლის 1 ოქტომბერს , მობილურზე დამირეკა ქ.ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარემ დავით დვალმა და მითხრა რომ ჰქონდა სასწრაფო სალაპარაკო და მთხოვა შეხვედრა და ის მოვიდოდა მარტო, მისი მანქანით . მიზეზი შეხვედრისა იყო ჩემი Facebook სტატუსი , სადაც მისი პოლიტიკური წარსულის გამო მე მას „ყვარყვარედ“ მოვიხსენიებდი. მობილურზე საუბრისას მე დავთანხმდი და დავუნიშნე შეხვედრა ქალაქის ცენტრში. შეხვედრის დროს დავით დვალი მოვიდა საკრებულოს სამსახურეობრივი მანქანით , რომელსაც მართავდა მისი პირადი მძღოლი . დავით დვალმა მითხრა მანქანაში ჩავჯდარიყავი და გზაში გვესაუბრა.მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ აღმოვაჩინე , რომ იქ კიდევ იჯდა ერთი პიროვნება – საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე , დეპუტატი ბექა ყანჩელი .

 

როცა მანქანა დაიძრა დავით დვალი გადმოვიდა დედის გინებაზე და მეც შევეცადე იგივეთივე მეპასუხა . ამის შემდეგ დავით დვალმა დამიწყო შუბლის არეში გამეტებული მუშტების რტყმევა და მას ეხმარებოდნენ იგივე საქმიანობაში ბექა ყანჩელი და მძღოლიც .როდესაც მირტყამდნენ მანქანაში მყოფი 3 პიროვნება , იღება მანქანის ჩემს მხარეს კარები და მეოთხე ადამიანი მირტყამს წიხლებს გინებით , რომლის ვინაობაც შემდეგში დავადგინე . ეს იყო – ლევან გოგელაშვილი, რომელსაც უკავია ქ.ქუთაისის საკრებულოში მაღალი თანამდებობა. ამის შემდეგ მანქანამ სვლა გააგრძელა და ბევრჯერ გაჩერდა და იგივე მოქმედებები განმეორდა არაერთხელ . როცა ჩემს მიმართ ანგარიშსწორებით „დაიღალნენ“ , მანქანიდან ჩამომსვეს ქალაქის ერთ–ერთ სკვერთან . მე მოვედი სახლში , მოვისუფთავე სისხლი , რომელიც მთელ სახეზე მქონდა, ამის შემდეგ მივმართე პოლიციას და დავწერე განცხადება მომხდარის შესახებ. გამოძიებიდან 1 თვის თავზე , მე და ჩემს ადვოკატს მოგვეცა საშუალება პირველად გავცნობოდით გამოძიების მიმდინარე მასალებს და აღმოვაჩინეთ , რომ ანგარიშწორებაში მონაწილე პირებს უნდათ , რომ მომხდარში დაადანაშაულონ საკრებულოს თავჯდომარის მძღოლი, (თითქოსდა მანქანაში მე მას დედა შევაგინე) საკრებულოს თავჯდომარე და მისი მოადგილე კი ჩემი ცემის შემდეგ ორივე მხარეს გვაწყნარებდნენ . რაც შეეხება გამოძიებას , გამოძიება მიმდინარეობს ტენდენციურად . ის მასალები , რომელიც შეიძლებოდა მოპოვებულიყო დანაშაულიდან პირველ დღეებში არ იქნა შესწავლილი , მათ შორის საკრებულოს თავჯდომარის ხელებზე ჩემი ანგარიშწორების შედეგად დარჩენილი სისხლ–ჩაქცევები , და ასევე ორი ქალაქში დამონტაჟებული ვიდეო–თვალი , რომელიც დაასტურებდა ჩემს სიმართლეს ,საქმეში დევს საბუთი ორივე თვალის , როგორც ტექნიკურად გაუმართავი. ასევე არ იქნა მოძიებული და დაკითხული შესაძლო მოწმეები , რომლებიც შეიძლება ყოფილიყვნენ ანგარიშწორების ადგილზე . ( მით უფრო ანგარიშწორება ხდებოდა ქალაქის ცენტრში ,სადაც რამდენიმე ქალაქში არსებული კომერციული ობიექტი და კერძო დასახლებაა.

 

ქუთაისი არ არის დიდი ქალაქი , ყველა ყველას იცნობს და მომხდარის შესახებ სიმართლე უამრავმა ადამიანმა იცის, მათ შორის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა და მაღალი თანამდებობის პირებმა . როცა ჩემს მიმართ ანგარისწორება განხორციელდა, მე ორი არჩევანი მქონდა : მემოქმედა კანონით ან იგივე ანგარიშსწორებით მოვქცეოდი ანგარიშწორებაში დამნაშავე პირებს . ბატონებო , მე მზად ვარ ჩავიცვა რკინის ქალამნები სიმართლის და კანონიერების ძებნაში , რათა სამართალმა იზეიმოს . წინააღმდეგ შემთხვევაში , მე ვიტოვებ უფლებას , რომ პიროვნულად ვაზღვევინო თითოეულ მათგანს ის დამცირება და შეურაწყოფა , რაც ჩემს მიმართ მათ განახორციელეს.

 

ამ შემთხვევაში კი პასუხისმგებლობა დაეკისრება დღევანდელ ხელისუფლებას, რადგან მათ სხვა არჩევანი აღარ დამიტოვეს . ცხოვრება კომპრომისია , მაგრამ ეს ის შემთხვევაა , როცა კომპრომისი შეუძლებელია –ეს უკვე ღირსების საკითხია . ბატონებო , მე კიდევ დიდი იმედი მაქვს ხელისუფლება , რომელიც მოვიდა სამართლიანობის აღდგენის დევიზით , მოიქცევა ისე როგორც მოიქცეოდა ნორმალური ხელისუფლება ცივილურ ქვეყნებში .


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 10374
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია