დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მეცნიერებმა მარიხუანა, შესაძლოა, სიმსუქნისა და დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენონ
2015/11/11 10:47:16

მარიხუანა, შესაძლოა, სიმსუქნისა და დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენონ. შესაბამის კლინიკურ გამოცდას ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია GW Pჰarmaceuticals ახდენს, რომელიც სპეციალიზდება სამედიცინო მარიხუანაზე.



როგორც კომპანიის წარმომადგენელმა სტივენ რაიტმა განაცხადა, გამოცდის მეორე ფაზა, რომელშიც დაახლოებით 200 მოხალისე მონაწილეობს, 2012 წელს დასრულდება. მისი თქმით, ადრე ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა დამაიმედებელი შედეგები აჩვენა.


GW Pჰarmaceuticals სპეციალისტები სწავლობენ ორ ალკალოიდს, რომელსაც კანაფი შეიცავს: დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბივარინი და კანაბიდიოლი. მათ გამოარკვიეს, რომ ეს ნივთიერება აქვეითებს მადას. თუმცა, მკვლევარების აზრით, კანაბინოიდის ეს ეფექტი ხანმოკლეა.



ლაბორატორიულ თაგვებში აღნიშნული ალკალოიდების შეყვანისას ცხოველებში გაიზარდა ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობა. შედეგად, მათ შეუმცირდათ ღვიძლში ცხიმების შემცველობა და სისხლში ქოლესტერინის დონე.



გარდა ამისა, ტეტრაჰიდროკანაბივარინის ინექციის დროს გაიზარდა სამიზნე უჯრედის მგრძნობელობა ინსულინისადმი, ასევე გაიზარდა პანკრეასის ბეტა-უჯრედის აქტიურობა და ხანგრძლივობა, რომელიც აღნიშნულ ჰორმონს გამოიმუშავებს.



ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელმა და იაპონელმა მეცნიერებმა განმარტეს, რატომ ძლიერდება მისწრაფება ტკბილი საკვების მიმართ მარიხუანას მოწევის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ენის უჯრედები, რომელზეც განლაგებულია სიტკბოს მგრძნობელი რეცეპტორი თ1ღ3, ასევე შეიცავს პირველი ტიპის კანაბინოიდურ რეცეპტორს, რომელიც ამ გემოს აღქმას აძლიერებს.


mcvane.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 18637
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია