დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალგაზრდული ცენტრის წევრები ნატოს კვირეულში
2015/11/10 14:09:02

2015 წლის 9 ნოემბერს ქუთაისის 31–ე სკოლის მოსწავლეებისთვის და  ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ბაზაზე დაფუძნებული, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ქუთაისის სსიპ ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელთან თათია მერკვილაძესთან.

 

შეხვედრაზე მოსწავლეებს ესაუბრა ევროინტეგრაციის საკითხებზე, გლობალიზაციაზე, ევროკავშირის სტრუქტურის, ძირითადი მიზნების, ღირებულებების, კულტურისა და იდენტობის შესახებ.

 

შეხვედრაზე მოეწყო თომა ჩაგელიშვილის ფილმის ჩვენებამოგზაურობა ევრობაში“, ჩვენების შედეგ გაიმართა დისკუსია.

 

ასევე ნატოს კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის  წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის სსიპ ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს და ქუთაისის მერიის მიერ დაგეგმილ სპორტულ მარათონში, რომელიც ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე მოეწყო. გამოვლინდა სამი გამარჯვებული, გოგონებში პირველი ადგილი ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრმა მარიამ ფახურიძემ მოიპოვა. ორგანიზატორებმა გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4940
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია