დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერმა კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა
2015/11/10 12:49:06

ქუთაისელი მოსწავლეები კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის გამარჯვებულები გახდნენ. 
ფესტივალში- „ვარსკვლავები ტენერიფე“-ზე 224 კონკურსანტი მონაწილეობდა. ქუთაისიდან 4 მოსწავლის გამგზავრება ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, გათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის, აგრეთვე ააიპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მხარდაჭერით მოხდა. გამარჯვებული ბავშვები პედაგოგებთან ერთად დღეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მიიღო და მიღწეული წარმატებისთვის მათ სიგელები გადასცა. 


ერთ-ერთი გამარჯვებული, ზ. ფალიაშვილის სახელობის N2 სამუსიკო სკოლის მოსწავლე, მრავალი საერთაშორისო კონკურს- ფესტივალების ლაურეატი ვიტალი კენჭაძეა. მან - I პრემია € 20.000 - სტოკჰოლმში სწავლის უფლებით მოიპოვა.


ასევე ,,ტენერიფე“-ზე სამმა ქუთაისელმა გაიმარჯვა.


მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლე, არაერთი საერთაშორისო პრიზის მფლობელი ნანა გორგოძე (პედ. ანჟელა დოლაბერიძე) - I პრემია;


მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლე, მრავალი საერთაშორისო პრიზისა და ვარსკვლავის მფლობელი ლიზი ბასილაძე (პედ. ანჟელა დოლაბერიძე) - I პრემია;


მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლე, არაერთი საერთაშორისო კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული ლილე ესმნაძე (პედ. ლედა კანკავა) - II პრემია და შვედეთის მეფესთან კონცერტი, ნობელის პრემიის დარბაზში;


ფესტივალის საუკეთესო აკომპანიატორად ზ. ფალიაშვილის სახელობს N2 სამუსიკო სკოლის პედაგოგი ნანა დოღონაძე დასახელდა.


კონკურსი 27 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, კანარის კუნძულებზე მიმდინარეობდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7110
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია