დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოში 2085 სკოლიდან მანდატური 1667 საჯარო სკოლაში არ არის
2015/11/09 09:56:48

მანდატურის სამსახური საქართველოში არსებული 2085 საჯარო სკოლიდან მხოლოდ 418 სკოლაშია. ამის შესახებ საჯარო ინფორმაცია Aris.ge-განათლებამ საგანმანათლებლო დაწესებულება მანდატურის სამსახურიდან მოიპოვა.

 

შესაბამისად, 1667 საჯარო სკოლა დღეს მანდატურის სამსახურის გარეშეა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მანდატურის სამსახური ყველა იმ სკოლაში ნარჩუნდება სადაც აქამდე იყო. სასწავლო წლის ბოლომდე უსაფრთხოების სამსახური კიდევ ორ სკოლაში ჩამოყალიბდება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს:

 

„ჩვენ გეგმაზომიერად მივყვებით პროცესს. 2019 სასწავლო წლისთვის გვაქვს დაგეგმილი, რომ მანდატურის სამსახური ყველა საჯარო სკოლაში შევიდეს,” – განუცხადეს Aris.ge-განათლებას.

 

რაც შეეხება კადრების შერჩევის პროცესს, მანდატურის სამსახურის ინფორმაციით ვაკანსიები  საჯარო სამსახურის ბიუროს დასაქმების პორტალზე ქვეყნდება.  ამ ეტაპზე hr.gov.ge-ზე ვაკანსია მხოლოდ ერთ მანდატურზეა გამოცხადებული.

 

წყარო: http://edu.aris.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4913
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია