დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნანული ცხვედიანის ბლოგი
ჩემს მეზობლად კონჩიტა ცხოვრობს...
ავტორი: ნანული ცხვედიანი
2015/11/08 22:52:59

ჩემს მეზობლად კონჩიტა ცხოვრობს...

გაგიკვირდათ, არა? მეც ვერ ვიფიქრებდი, რომ იმერეთის დედაქალაქის ყველაზე ხალხმრავალ უბანში - ბუხაიძეზე,სწორედ მას, კონჩიტას, იხმობდნენ ასე ტკბილად და თბილად დაფერილი სიტყვებით:
- კონჩიტააა! მოდი, ჩემო თვალხატულა, ლამაზო კონჩიტა! მოდი, ჩემო საყვარელო,მოგეფერო, ჩაგიხუტო!


კორპუსის წინ გაკვირვებული შევდექი. სად იყო და სად - არა, საიდანღაც შავ-ჭრელი ფისო გამოძვრა,სკამზე ჩამომჯდარ ჩემს მეზობელ ქალბატონს მკერდზე შეახტა და სახეზე სიყვარულით გაეხახუნა. 
-უი, ამას ჰქვია კონჩიტა, ქალბატონო ნათელა?


ჩემს შეკითხვაზე გაეღიმა და კატას თავი მოუბრუნა:


-აბა, დააკვირდით,გენაცვალე, თუ არ ჰგავს?..


ფისოს ლამაზ თეთრ სახეზე მართლაც ისე კოხტად მოყვანილი შავი წვერ-ულვაში ესხა და თავიც ისეთი ჭეშმარიტი ქალური სინაზით ეჭირა, ჩემი მეზობლის წარმოსახვის უტყუარობაში ეჭვი როგორ შემეპარებოდა.
-ეს ის კნუტი არაა,ამ გაზაფხულზე ჩვენს სადარბაზოში რომ უვლიდნენ ბავშვები? როგორ გაზრდილა!


-კი,გენაცვალე, ქალბატონო ნანული,ისაა. ევა და მისი და-ძმაც გაიზარდნენ,აგერ, სახლის უკან თამაშობენ.მოშივდებათ და მომაკითხავენ.
-როგორ, ოთხივე კნუტი თქვენ შეიფარეთ?


-განა მარტო ესენი, თუ სადმე კატა და ძაღლია, ყველა მე მაკითხავს. შეძლებისდაგვარად, ლუკმას და მოფერებას როგორ დავაკლებ. - კეთილი ღიმილი ეფინება სახეზე. კონჩიტა მის კალთაში თამაშს იწყებს....
ქალბატონი ნათელა და მისი ოჯახი (მეუღლე, სამი შვილი) აფხაზეთის ომის შემდეგ დამკვიდრდნენ ჩვენს კორპუსში. მთელი სამეზობლო ძალიან აფასებს, ჭირშიც და ლხინშიც განუყოფელნი არიან ჩვენგან.

 

დარბაისლური ლამაზი ქართულით მოსაუბრე, სათნო სოხუმელი ქალბატონი ყოველთვის მზადაა, ფინჯან ყავაზე შეგიპატიჟოს და გულის კარი გაგიღოს. ვისაც მასთან უსაუბრია, არ შეიძლება, არ მოიხიბლოს მისი განსაკუთრებული პატრიოტიზმითა და სახელმწიფოებრივი აზროვნების დიაპაზონით. მას ყოველთვის ობიექტური, ჯანსაღი შეხედულებები აქვს საზოგადოებრივ - პოლიტიკურ მოვლენებზე და არ მახსოვს, რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ მიკერძოება გამოეხატოს. სრულიად საქართველოს მოქალაქეა, იშვიათი ადამიანია.

 

თითქოს იმიტომ მოვლინებულა ამქვეყნად, რომ სიყვარული და სიკეთე თესოს.


ჰოდა, სანამ ასეთი მასპინძელი ეგულვით, კონჩიტას, ევას და ჩვენი დასახლების სხვა ოთხფეხა "მოქალაქეებსაც" რაღა უჭირთ, - არც ზამთარი, ქარი და წვიმა შეაშინებთ, არც შიმშილი და უსიყვარულობა!


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6323
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია