დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელ ნორჩ მუსიკოსთა მნიშვნელოვანი აღიარება
2015/11/06 14:07:21

27 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით კანარის კუნძულებზე კლასიკური მუსიკის სართაშორისო კონკურს-ფესტივალი „ვარსკვლავები ტენერიფზე“ გაიმართა. მასში 224 კონკურსანტი მონაწილეობდა. ქუთაისიდან ააიპ კულტურულ, სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ 4 მოსწავლის გამგზავრება უზრუნველყო. მათგან I პრემიების მფლობელები გახდნენ მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის აღსაზრდელები, პედაგოგ ანჟელა დოლაბერიძის მოსწავლეები: არაერთი საერთაშორისო პრიზისა და ვარსკვლავის მფლობელი ნანა გორგოძე, კუნკურსების ლაურეატი  ლიზი ბასილაძე. II პრემია და შვედეთის მეფესთან კონცერტის უფლება მოიპოვა არაერთი საერთაშორისო კონკურსის მონაწილემ და გამარჯვებულმა ლილე იმნაძემ (პედ. ლედა კანკავა).

აღსანიშნავია, რომ ტენერიფის საერთაშორისო კონკურსზე ქუთაისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სკოლის (დირექტორი ნინო დოღონაძე) აღსაზრდელმა ვიტალი კენჭაძემ მოიპოვა I საპრიზო ადგილი და 20000  ევრო სტოკჰოლმში სწავლის უფლება. ამავე სკოლის პედაგოგმა ნანა დოღონაძემ კი ფესტივალის საუკეთესო კონცერტმაისტერის სერთიფიკატი.

 

დალი ბარაბაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7445
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია