დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ნაციონალური მოძრაობა“ 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას და პენსიის ზრდას მოითხოვს
2015/11/05 14:08:38

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივან ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში საკმარისი რეზერვია იმისთვის, რომ პენსია 50 ლარით გაიზარდოს. ამისთვის წელიწადში 420 მლნ ლარია საჭიროა.

 

ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ არათუ წინსაარჩევნო დაპირებები ვერ შეასრულა, ეკონომიკა წინ ვერ წაიყვანა და დაპირებული სამუშაო ადგილები ვერ შექმნა, არამედ 2012 წლისთვის მიღწეული ეკოონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებაც ვერ შეძლო.

 

ივანიშვილის მმართველობის სამ ლის შემდეგ 4.6 მილიარდი ლარი უფრო ღარიბები ვართ, ვიდრე შეგვეძლო ვყოფილიყავით, რომ არა მთავრობის მავნებლური პოლიტიკა და ქართული ოცნების მაღალჩინოსანთა სიხარბ. 2016 წლის ბოლოსთვის ეს ციფრი 7 მლრდ ლარი იქნება, რაც ნიშნავს, რომ ივანიშვილმა საშუალოდ ყოველ ოჯახს 5000 ლარის შემოსავალი დააკარგვინა.

 

როცა  საქართველოში ოჯახების მასობრივი გაღატაკება მიმდინარეობს, ბიძინა ივანიშვილს პენსიების 50-ლარიანი ზრდა უნდა ვაიძულოთ. პენსიის 50 ლარით გაზრდას წელიწადში 420 მლნ ლარი ესაჭიროება.

 

700,000 პენსინერი x 50 ლარი x 12 თვე = 420 მლნ ლარი.

 

იმავდროულად, სახელმწიფო ბიუროკრატია, რომელიც მთავრობის წევრთა ნათესავებისა და ქართული ოცნების აქტივისტების ხარჯზე უზომოდ გაიზარდა, 2012 წელთან შედარებით, 456 მლნ ლარით მეტი გვიჯდება. [თუ 2012 წელს ბიუროკრატიამ 1,202 მლრდ ლარი აიღო, 2016 წელს ეს რიცხვი 1,658 მლრდ ლარი იქნება.]

 

როგორც ვხედავთ, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში საკმარისი რეზერვია საიმისოდ, რომ პენსია 50 ლარით გაიზარდოს.

 

გაზრდილი ბიუროკრატიის შემცირება, პრემიებისა და დანამატების პრაქტიკის მოსპობა, ქამრების რეალური შემოჭერა, - ესაა ჩვენი პასუხი ქართული ოცნების კითხვაზე, როგორ გავზარდოთ პენსია 50 ლარით.

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ 2016 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტში შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს.“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2158
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია