დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მომავალ წელს 50 სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის ბინით უზრუნველყოფა იგეგმება
2015/11/04 18:31:47

ქუთაისის მერი შოთა მურღულია და მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძე, ქუთაისში მოქმედი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს და კერძო მესაკუთრეებს შეხვდნენ.

 

ქუთაისის მერი წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას აპირებს და სოციალურად დაუცველთათვის საბინაო ფონდით პრობლემის მოგვარებას გეგმავს.

 

შოთა მურღულიამ საბინაო ფონდის ფარგლებში შენობებისათვის საჭირო კრიტერიუმები და მოთხოვნები დაინტერესებულ პირებს გააცნო. მერიის მოთხოვნაა საბინაო ფონდისათვის ბინები ერთ სივრცეში იქნას შეძენილი და აქცენტი ერთ და ოროთახიან ბინებზე გაკეთდეს. ასევე შენობას საერთო სამზარეულო და ეზო უნდა ჰქონდეს.


„დღეს არის პირველი ეტაპი, ვხვდებით მშენებლებს და იმ ადამიანებს, რომელთაც საკუთრებაში აქვთ ფართები. გავეცნობით მათ შემოთავაზებებს და ჩვენს მოთხოვნებსაც გავაცნობთ. ამის შემდეგ დავიწყებთ შემოთავაზებული წინადადებების შესწავლას და მომავალი წლიდან 50 სოციალურად დაუცველი ოჯახის დაკმაყოფილებას შევძლებთ საცხოვრისით," – განაცხადა შოთა მურღულიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2338
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია