დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერია Google drive-ზე გადავიდა
2015/11/04 12:14:50

ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური ე.წ. Google drive-ის სისტემაზე გადავიდა.


იმისათვის, რომ ქუთაისის თვითმმართველობის ტერიტორიულ ერთეულებში არსებული პრობლემები მართვადი გახდეს, ქუთაისის მერია მუშაობის ახალ ეტაპზე გადადის. კერძოდ, ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ, უბნებში აღმოჩნელი პრობლემებისა და ხარვეზების ასახვა google drive–ში მოახდინონ.

 

„ეს არის შიდა დოკუმენტბრუნვა, რომელშიც ყველა სამსახური იქნება ჩართული. აღნიშნული სერვისის საშუალებით მოხდება პრობლემების მართვა.


ელექტრონული მმართველობის რეჟიმზე გადასვლა ნამდვილად ნაყოფიერი იქნება. ყველა პრობლემაზე გვექნება წვდომა, გავიგებთ, რამდენად ოპერატიულად მუშაობენ სამსახურები, ასევე რატომ ვერ მოგვარდა ესა თუ ის პრობლემა. აღნიშნული სერვისი თვითმმართველობებში ეტაპობრივად ინერგება," – აცხადებს ქუთაისის მერი შოთა მურღულია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2396
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია