დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
31-ე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იანვარში უნდა დამთავრდეს
2015/11/04 12:08:10

ქუთაისში 31-ე ბაგა-ბაღის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს, სადაც ამისთვის 400 000 ლარია განსაზღვრული. შენობის რეკონსრუქცია რამდენიმე დღის წინ დაიწყო და მომავალი წლის იანვრის ბოლოს დასრულდება.

 

„უნდა გავუცრუოთ იმედი იმ ადამინებს, რომლებიც 31-ე ბაღის ადგილზე სასტუმროს მშენებლობას აანონსებდნენ. მინდა ვთქვა, რომ ბაღის ადგილზე იქნება ბაღი, სასტუმროს ადგილზე სასტუმრო. ჩვენ მოვიპოვეთ დაფინანსება და მომავალ წელს სრულად რეაბილიტირებული ბაღი იქნება ქალაქში. არსებულ შენობას ასევე უკეთდება მიშენება, სადაც სამზარეულო და სველი წერტილები იქნება.“ - აღნიშნა ქუთასის მერმა შოთა მურღულიამ.


31-ე საბავშვო ბაღი ერთი წლის მანძილზე ავარიული მდგომარეობის გამო დახურული იყო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2221
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია