საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რომელ პროდუქტზეა წარწერა „დიეტური“ უნებართვოდ დატანილი
2015/11/04 11:44:28

მიმდინარე წლის აგვისტოში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღო იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომელთაც ეტიკეტზე წარწერა „დიეტურის“, „სამკურნალოს“ ან ეკვივალენტური ნიშანდების დატანის ნებართვა აქვთ. გამოვლინდა ორი პროდუქტი, რომელთა ეტიკეტზეც წარწერა „დიეტური“ უნებართვოდ იყო დატანილი.

მომხმარებელთა დახმარებით, მოვიძიეთ კიდევ სამი პროდუქტი, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს სიაში არ არის და რომელთა ეტიკეტზეც წარწერა „დიეტურია“ განთავსებული. ესენია:

1. „ნიკორას“ ძეხვი „დიეტური“


 

2. ლიტვური საცხობის „გერმანული დიეტური პური“

3. ლიტვური საცხობის ჭვავის პური „სვეიკატა (დიეტური)“


 

გარდა ამისა, ამ უკანასკნელის აღწერილობაში მითითებულია, რომ პური რეკომენდებულია დიაბეტიანთა კვებისათვის. სავარაუდო დარღვევის შესახებ ფონდმა შეტყობინება გაუგზავნა როგორც მეწარმეებს, ისე სურსათის ეროვნულ სააგენტოს.

გარდა ამისა, ფონდი კვლავ მოგიწოდებთ მომხმარებლებს, გვაცნობოთ, თუ თქვენს მიერ შეძენილი სურსათის ეტიკეტზე დატანილია „დიეტური“, „სამკურნალო“ ან ეკვივალენტური ნიშანდებები და ეს პროდუქტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულ სიაში არ შედის.

საქართველოს შრომის, ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული სიის მიხედვით, სამინისტროს 5 პროდუქტზე აქვს წარწერა „დიტურის“, „სამკურნალოს“ ან მათი ეკვივალენტის დატანის ნებართვა გაცემული:

  • პური „დიაპური“ (შპს „პური“) – „დიეტური“,
  • პური „ამარანტი“ (შპს „პური ჩვენი არსობისა“) – „დიეტური“ ან „დიაბეტური“,
  • უალკოჰოლო გაზიანი სასმელი (შპს „ნექტარი 2008“) – „დიაბეტური“,
  • პური (შპს „თბ ჯგუფი“ – „დიაბეტური“
  • სპეციალური შოკოლადი (შპს „ბარამბო“) – „დასაშვებია გამოსაყენებლად შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პირებისათვის ექიმ-ენდოკრინოლოგთან კონსულტაციის შემდეგ“.

ამასთან, ფონდი რეკომენდაციას უწევს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თავის ვებგვერდზე განათავსოს იმ პროდუქტების სრული და მუდმივად განახლებადი ჩამონათვალი, რომლებზეც  N 301/ნ ბრძანების თანახმად გაცემულია ნებართვა ტერმინების „დიეტური”, „სამკურნალო”, ან მათი ეკვივალენტების სახელწოდებაში, ან პროდუქტების სამომხმარებლო შეფუთვის ნიშანდებაში და სარეკლამო ფურცლებ-ჩანართებში გამოყენების შესახებ, რათა ინფორმაცია ადვილად იყოს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის.

ფონდის მიმართვის პასუხად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა და შესაბამისი ნებართვის არქონის გამო დააჯარიმა "ნიკორა" და შპს "ელთი დისტრიბუცია" (ლიტვური საცხობი), ხოლო ჯანდაცვის სამინისტრომ ვებგვერდზე განათავსა იმ პროდუქტების ჩამინათვალი, რომელთა ეტიკეტზეც "დიეტური", "სამკურნალო" ან ეკვივალენტური ნიშანდების დატანის ნებასთვაა გაცემული.

ლიტვურმა საცხობმა ასევე შეცვალა ეტიკეტი პურ  "სვეიკატაზე", რომელსაც დიეტური აღარ აწერია.

 

წყარო: http://www.mkidveli.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5909
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია