დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ესსეების კონკუსრსში "ნატო, საქართველო და მე"- გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
2015/11/03 17:19:55

საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და ხონის საგანმანათლებლო რესურს ცენტრმა, ნატოს კვირეულის ფარგლებში, ესეების კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა. კონკურსი ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის იყო გამოცხადებული თემაზე:  „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, საქართველო და მე“.


კონკურსით დაინტერესებულ მოსწავლეებს უნდა მოამზადებინათ ესე თემაზე:  „ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულების ორგანიზაცია, საქართველო და მე“.კონკურსის ფარგლებში 9 სკოლამ მიიღო მონაწილეობა, ხოლო შემოვიდა 11 ესე. ნაშრომებში ასახული იყო თურას ნიშნავს ავტორისათვის ნატო ,როგორ ესმის მას საქართველოს ჩრდილოატლანტიკური არჩევანი, რას უნდა ველოდეთ ალიანსიდან, რასგულისხმობს ნატოს სტანდარტებთან დაახლოება. ესეში წარმოდგენილი იყო მოსწავლის მოლოდინი, მოსაზრებები იმ პერსპექტივების თაობაზე, რაც ნატოში ინტეგრაციიდან გამომდინარეობს ქვეყნისთვის და პირადად მისთვის.


კონკურში სამი გამარჯვებული გამოვლინდა: სსიპ ხონის ნამაშევის საჯარო სკოლის მოსწავლე ლილე ონიანი, პირველი ადგილი; სსიპ ხონის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე ვერიკო გვალია, მეორე ადგილი; სსიპ ხონის გოჩა-ჯიხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლე რაულ ბოკელავაძე, მესამე ადგილი.

 

გამარჯვებულებს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს  წარმომადგენელმა თათია მერკვილაძემ სამახსოვრო საჩუქრები (წიგნები და ნატოს სიმბოლიკიანი მაისურები) გადასცა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4587
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია