საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პროექტი „ინფორმირებული ამომრჩეველი დემოკრატიული არჩევნებისთვის“ წარმატებით დამთავრდა
ავტორი: თამარ გოგიჩაიშვილი
2015/10/31 20:17:30

როგორ ცნობილია, დღეს პარლამენტის შუალედური არჩევნები საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში ჩატარდა.მარტვილის ოლქში მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის (არჩევნებთან დაკავშირებით) რეგიონალური ინიციატივების ცენტრმა „ნათელი მომავლი“  განახორციელეს პროექტი „ ინფორმირებული ამომრჩეველი დემოკრატიული არჩევნებისთვის “ ,  რომლის დახურვაც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. აღნიშნული პროექტი თვენახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. ის საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ დაფინანსდა.


როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონალური ინიციატივების ცენტრის „ნათელი მომავალის“ კოორდინატორმა მარიკა ვაჭარაძემ განაცხადა, -  წინა საპარლამენტო არჩევნებზე მარტვილის ოლქში ამომრჩევლების რაოდენობა ნაკლები იყო, სულ 61 პროცენტი. ამდენად მოსახლეობის ინფორმირებულობა არჩევნებთან დაკავშირებით აუცილებელი გახდა. მან ასევე აღნიშნა, რომ პროექტი წარმატებულად წარიმართა და ამომრჩეველი ეცნობოდა არამარტო კანდიდატების მოვალეობებს, არამედ მოსახლეობის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაცნობიერებასა და საკუთარი აზრის გამოხატვას.


პროექტის მიზანს ასევე აღნიშნულ ოლქში აქტივობის მოტივაციის გაზრდა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, საარჩევნო კულტურის ამაღლება და  არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხი წარმოადგენდა.


„მოსახლეობა იმედგაცრუებულია, ისინი აღარ ენდობიან კანდიდატებს, თუმცა აქვთ მომავლის იმედი,“- აღნიშნა პროექტის იურისტმა ქრისტინე მაღლაკელიძემ.


პროექტის ფარგლებში მოეწყო 15 საინფორმაციო სახის შეხვედრა მარტვილის საარჩევნო ოლქის სხვადასხვა საარჩევნო უბნების მოსახლეობასთან. მოხდა მათი ინფორმირება საარჩევნო უფლების და მათი მოქალაქეობრივი მოვალეობის შესახებ. დარიგდა საინფორმაციო გაზეთი და ბროშურა უფასოდ.


„მარტვილში რეგულარული საინფორმაციო გაზეთი არ გამოდის, რადიო და ტელევიზიაც არ არის. ჩვენმა ბეჭდვითმა მასალებმა მაღალი ინტერესი გამოიწვია. 1000 ბუკლეტიდან არც ერთი არ დაგვრჩა და კიდევ გვთხოვდნენ. ოლქს არასამთავრობო ორგანიზაციაც კი არ გააჩნია, ვფიქრობ, რომ ჩვენი მიზანი მიღწეულია და ისინი მივლენ არჩევნებზე,“-  განაცხადა პროექტის ასისტენტმა ხათუნა ცანავამ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 15974
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია