დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტრენინგი ,,კომუნიკაციის ტექნიკები’’
2015/10/31 20:04:04

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის'' ფარგლებში ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორმა ლიკა კილაძემ ჩაატარა ტრენინგი თემაზე: ,,კომუნიკაციის ტექნიკები''. ტრენინგს პროგრამის სამიზნე იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების 29 წევრი ესწრებოდა. 


ტრენინგ -სესიების პროცესში გამოყენებული იყო სწავლების მრავალფეროვანი მეთოდები: ინტერაქტიული მუშაობა, როლური თამაშები და პრაქტიკული სავარჯიშოები, მინილექცია, დისკუსია. 
ლექციის დაწყებამდე კითხვების საშუალებით შეფასდა მონაწილეთა საბაზისო ცოდნა.

 

პროცესში თვალსაჩინოებისათვის გამოყენებული იყო საპრეზენტაციო მასალა. ტრენინგის მსვლელობის დროს, მონაწილეებს ეძლეოდათ დავალებები კონკრეტული სავარჯიშოების შესასრულებლად. რაც ხელს უწყობდა მოსწავლეებში კომუნიკაციის უნარჩვევების გამომუშავებას. 


ტრენინგზე მიღებულ ცოდნას მონაწილეები საკლუბო საქმიანობებში გამოიყენებენსათემო პრობლემების გადაჭრით დაინტერესებულ და სამიზნე ჯგუფებთან შეხვედრების და მოლაპარაკებების პროცესში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3944
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია