დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"თბილისის ღვინის სკოლაში" სომელიეს სერტიფიცირებული სასწავლო კურსი დაიწყო
ავტორი: ნატო გუბელაძე
2015/10/30 18:21:00

 

 

 30 ოქტომბერს სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში  საქართველოს სომელიეთა ასოციაციასთან არსებულმა „თბილისის ღვინის სკოლამ“   სომელიეს სერტიფიცირებული კურსის  - „გახდი სომელიე!“ -  ახალი სეზონის ოფიციალური გახსნა გამართა. 


 შეხვედრას ესწრებოდნენ მედიის წარმომადგენლები და  ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი


სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა მსმენელებს თავად წარუდგინა სომელიეს კურსის სასწავლო თემატიკა და ამომწურავად მიმოიხილა პროგრამის ყველა საკითხი, დაწყებული ვენახისა და ღვინის ეკონომიკით, ტერუარითა თუ ენოლოგიით და დამთავრებული სომელიეს ხელოვნებით, ღვინის მარკეტინგითა თუ ღვინის ირგვლივ არსებული სხვა კულტურებით: ჩაი, მინერალური წყალი, ყველი, სიგარა;

 

სომელიეს კურსზე სწავლა 3 ნოემბერს იწყება სასტუმრო „რუმს“-ში და ლექციები კვირაში სამჯერ ჩატარდება.

 

სომელიეს სერტიფიცირებული კურსი  ხუთთვიანია და სასწავლო პროცესს როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები წარმართავენ.

კურსის მონაწილეთა შერჩევა საკმაოდ მაღალი კონკურსის შედეგად წარიმართა. დაახლოებით 300 რეგისტრირებული მსურველისგან, გასაუბრებების შედეგად  35 კაციანი  პირველი ჯგუფი შეირჩა.

 

მსმენელებს, ვინც წარმატებით ჩააბარებს გამოცდებს, ოფიციალურად მიენიჭებათსომელიე”-ს სტატუსი, აღიარებული საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ, რომელიც საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის ნამდვილი წევრია 2014 წლიდან.


2016 წელს საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარდება კონკურსისაქართველოს საუკეთესო სომელიე”, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ  “სომელიე”-ს ოფიციალური სტატუსის მქონე მონაწილეებს.
კონკურსში - “საქართველოს საუკეთესო სომელიე 2016” - ის გამარჯვებული გაემგზავრება არგენტინაში, ჩემპიონატზემსოფლიოს საუკეთესო სომელიე - 2016“.


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 13799
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია