დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს შეცვლილი საზღვრები ოკუპაციის შემდეგ
2015/10/26 15:41:11

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. ადმინისტრაციული „საზღვარი“ დროდადრო იცვლება. ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გაკეთებული ბანერი წარწერით Республика Южная Осетия საქართველოს ცენტრალური მაგისტრალის მიმართულებით ინაცვლებს და სულ უფრო მეტი ტერიტორია რჩება მავთულხლართების მიღმა.

 

თავდაცვის სამინისტროდან ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, სოფლების დიდი და პატარა ხურვალეთის დასახლებული ნაწილი, ე.წ. „საზღვარის“ იქით აღმოჩნდა. გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ IDFI-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს მავთულხლართების გავლების შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა სოფელ გუგუტიანთკარის დასახლებული ნაწილი. მედიის ცნობით, ასევე გაიყო სოფელი ზარდიანთკარი,ღოღეთიმიტაცებულ ტერიტორიებს შორის აღმოჩნდა სოფლების დვანის, დიცის, ციცაგიანთკარის, ჯარიაშენის, აძვის და ქვეშის ნაწილები. ჯარიაშენი კი მიმდინარე, 2015 წელს, თითქმის მთლიანად მათვთულხლართებით შემოიღობა და საზღვრის იქით აღმოჩნდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები საბჭოთა ადმინისტრაციულ საზღვრებს მიჰყვებიან და მავთულხლართებს სწორედ იქ ავლებენ, სადაც ადრე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი გადიოდა. რუსული გეგმის მიხედვით, ე.წ. საზღვარი სოფელ ყარიფალაზე გადაიკვეთა და საოკუპაციო ხაზს მიღმა ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილი მოექცა.

         წყარო: bpn.ge

 

რიგი სოფლების სახნავ-სათესი ნაკვეთები საზღვრის იქით, დასახლებული ტერიტორიები კი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა, თუმცა არსებობს საფრთხე, რომ ეწ „მცოცავი ოკუპაციის“ პირობებში ამ სოფლების დასახლებული ნაწილიც მავთულხლართების იქით აღმოჩნდეს. Google Map-ის მიხედვით ე.წ. საზღვართან უშუალო სიახლოვეს მდებარეობს შემდეგი სოფლები - ზემო ნიქოზი, ერგნეთი, დიცი, მეჯვრისხევი, ფლავისმანი, წითელუბანი, ყარაფილა, სარიბარი, თვაურები, ავლევი.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) დაინტერესდა, საქართველოს მიერ ჯერ კიდევ კონტროლირებადი რომელი ტერიტორიები შეიძლება აღმოჩნდეს ე.წ. ადმინისტრაციული „საზღვარის“ მიღმა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოსი სეპარატისტული მთავრობის მიერ რომელი რუკის მიხედვით ხდება „მცოცავი ოკუპაცია“.

ამ ინფორმაციის მისაღებად, IDFI-იმ მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეროვნული უშიშროების საბჭოს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს.

გაგზავნილი წერილის საპასუხოდ მთავრობის ადმინისტრაციამ წერილი გადაამისამართა კრიზისების მართვის საბჭოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროში. თავის მხრივ კრიზისების მართვის საბჭომ ინფორმაციის გაცემა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სთხოვა, ამავე უწყებაში გადაამისამართა წერილი შსს-მ და იუსტიციის სამინისტრომაც.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მხოლოდ იმ სოფლების ჩამონათვალი მოგვაწოდა, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება კონტროლს ვერ ახორციელებს.

ეროვნული უშიშროების საბჭომ კი მხოლოდ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლი მიუთითა, სადაც განსაზღვულია ოკუპირებული ტერიტორიები. ამ უწყებას IDFI-მ დამატებითი წერილითაც მიმართა, რის შემდეგაც ნაწილობრივ მიიღო ინფორმაცია.

 

კითხვის გაგრძელება https://idfi.ge/ge/changed-borders-of-georgia-after-occupation

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2727
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია