დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„არავინ იცის, დედამიწის რომელ ტერიტორიაზე იქნება შიმშილი, გვალვა, წყალდიდობა თუ ზვავი“
ავტორი: თამარ გოგიჩაიშვილი
2015/10/25 17:14:33

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს ინიციატივით პროექტის „სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლობა მთავრობასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ეროვნულად მისაღები კლიმატის ცვლილების შერბილების ქმედებებზე - NAMA, სოფლად მდგრადი ენერგიის განვითარება“ ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, რომლის  მიზანია  საზოგადოების ინფორმირება პროექტისა და იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც მწვანეთა ორგანიზაცია ახორციელებს.

 

სემინარზე ინიციატორებმა ისაუბრეს კლიმატის ცვლილებების პროცესების შერბილებისა და ადაპტაციის მიმართულებით სწორი პოლიტიკის გატარებისათვის აუცილებელ მოქმედებათა გეგმების შემუშავებაზე. საქართველოში ენერგიის განახლებადი წყაროების ეფექტიანად გამოყენებისა და ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე.

 

მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარემ რუსუდან სიმონიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ყველაფერი არასწორად აშენებული საცხოვრებლებიდან იწყება. ახლადაგებული შენობებიდან სითბოს 80 პროცენტი გარეთ გაედინება. მათი დათბუნვა არ ხდება და ამ მიზეზის გამო, მოსახლეობა ორმაგად იყენებს და შესაბამისად იხდის კომუნალურ გადასახადს.

 

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სასოფლო რეგიონებში მზის წყალგამაცხელებლების დამონტაჟებას და ენერგოეფექტური ღუმელების გავრცელებას.

 

ნამას შემსრულებელი ჯგუფი ექსპერტებთან ერთად შეადგენს ტექნიკურ, ფინანსურ და მონიტორინგის მონაცემთა ბაზას. უკვე განხორციელებულ პროექტებზე დაყრდნობით უნდა მომზადდეს 10 000 მზის გამათბობელისა და 10 000 ენერგო-დამზოგი ღუმელის დამზადება.

 

მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ენახათ პროექტის ფარგლებში აგებული მზის ენერგიით ცხელი წყლის გამაცხელებლის ფოტომასალა.

 

ორგანიზაციის წევრმა და ფიზიკოსმა  ავთანდილ გელაძემ ისაუბრა გლობალური დათბობით გამოწვეულ კლიმატურ ცვლილებებსა და ენერგორესურსების მდგრადი გამოყენების მნიშვნელობაზე. მან აქვე აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილების საფრთხის აღიარების გამო ჯერ კიდევ 1979 წელს ჩატარდა პირველი მსოფლიო კონფერენცია, სადაც მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების ეფექტური ღონისძიებების საჭიროებაზე იმსჯელეს.

 

ავთანდილ გელაძემ დამსწრეთ შეახსენა მოსალოდნელი საფრთხეები, რომლებიც გლობალურ დათბობას მოჰყვება.

 

 

„არავინ იცის დედამიწის რომელ ტერიტორიაზე იქნება შიმშილი, გვალვა, წყალდიდობა თუ ზვავი. ამას სამწუხაროდ, მეცნიერება ვერ გათვლის. მათ დიდი ხნის განმავლობაში მიაჩნდათ, რომ ტემპერატურამ 1 გრადუსით მოიმატა, თუმცა  უახლოეს წელიწადში ტემპერატურის 2–3 გრადუსით მომატებაა აღნიშნული. ეს ყველაფერი დამოკიდებულია სხვადასხვა მოვლენებზე. ერთ–ერთი ფაქტორი ხე-ტყის გაჩეხვაა. დედამიწაზე ყოველწლიურად 11 000 ჰექტარი ტყე იჩეხება, კატასტროფული ტემპებით ხორციელდება საწვავი ნივთიერებების, ნახშირისა და ნავთობის გამოყენება, ყოველწლიურად მცირდება დედამიწის მწვანე საფარის ფართობი და ა.შ."– განაცხადა ავთანდილ გელაძემ.

 

 

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ  ხელისუფლება ზემოთაღნიშნული ღონისძიებების განვითარებისთვის ინტერესს არ იჩენს, მიუხედავად საქართველოს სასწაულად უხვი რესურსისა, ისინი დღემდე გამოუყენებელი რჩება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 20592
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია