საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ღონისძიებები „მზეკაბადონში“
2015/10/23 18:44:29

სტუმრად პატარებთან კითხვის საათზე

თერჯოლის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლამზეკაბანი 2007“-ის მე-9 კლასის მოსწავლეთა მიერ, სამოქალაქო განათლების პროგრამისმომავლის თაობისფარგლებში, მოეწყო საკლასო პროექტი „სტუმრად პატარებთან კითხვის საათზე”. შეხვედრები სკოლის პირველ და მეორე კლასელებთან გაიმართა.

 


პროექტის მონაწილეებმა მათ წაუკითხეს ეზოპეს იგავ-არაკები, რის შემდეგაც მოეწყო კითხვა -პასუხი და როლური თამაშები.


ბოლოს კი პატარებმა მოთხრობებით გამოწვეული ემოციები ნახატებად გადაიტანეს და სახელდახელო გამოფენაც მოაწყვეს.

 

 

წიგნი და მკითხველი

 

ასევე „მზეკაბანი 2007“-ის მე-9 კლასის მოსწავლეთა მიერ, სამოქალაქო განათლების პროგრამისმომავლის თაობისფარგლებში, განხორციელდა საკლასო პროექტიწიგნი და მკითხველი“ . 

 

 

სკოლის ბიბლიოთეკართან შეხვედრით და მოსწავლეთა გამოკითხვით შეისწავლეს, თუ როგორ კითხულობენ ისინი, პროექტისბიბლიოთეკა, წიგნიერების ქვაკუთხედიფარგლებში დამზადებული ბუკლეტისწიგნებირომლებიც უნდა წაიკითხო სანამ მოსწავლე ხარრეკომენდირებულ ლიტერატურას.

 
შედეგებმა აჩვენეს, რომ ბიბლიოთეკის მკითხველთა რიცხვის გაზრდასთან ერთად გაიზარდა მოსწავლეთა ინტერესი კითხვისადმი და მოსწავლეები ყალიბდებიან გემოვნებიან მკითხველებად.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2541
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია