დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კონკურსი ორიგინალურ სლოგანზე. პრიზი – 500 ლარი
2015/10/23 13:36:21

10-17 ნოემბერს დაგეგმილ  „მეცნიერების კვირეულთან  დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს კონკურსს  ორიგინალურ სლოგანზე, რომლის გამარჯვებულიც სამინისტროს მიერ ფულადი პრიზით, 500 ლარით დაჯილდოვდება


სლოგანი უნდა იყოს ქართულ ენაზე და არ აღემატებოდეს ხუთ სიტყვას. ამასთან,   სხარტი, მარტივი და ახალგაზრდებზე ორიენტირებული. მისი შინაარსი მოიცავდეს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციას.


სლოგანის შეფასების კრიტერიუმებიათემასთან შესაბამისობა, აზრის ლაკონურად და ორიგინალურად გადმოცემის უნარი და ტექსტის გრამატიკული და შინაარსობრივი სისწორე (პლაგიატის შემთხვევაში სლოგანი არ განიხილება).  რაც შეეხება კონკურსის ვადას, ამისთვის განკუთვლი იქნება კონკურსის გამოქვეყნებიდან 4 სამუშაო დღე.


მეცნიერების კვირეულისფარგლებში სხვადასხვა გამოფენები და კონფერენციები მოეწყობა. კვირეულის მიზანს ახალგაზრდების მეცნიერებით დაინტერესება, მეცნიერების პრესტიჟის გაზრდა და მისი პოპულარიზაცია წარმოადგენს.  

საკონკურსო სლოგანი უნდა გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: nasatiani@mes.gov.ge. ელექტრონულ ფოსტაში სრულად უნდა იყოს მითითებული გამომგზავნის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5836
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია