საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტარმა ფრიდონ საყვარელიძემ გერმანიას ისტორიული წიგნი დაუბრუნა
ავტორი: თამარ გოგიჩაიშვილი
2015/10/23 13:28:57

თბილისიდან ბრემენის უნივერსიტეტს კიდევ ერთი დაკარგული წიგნი დაუბრუნდა

 

ბრემენის უნივერსიტეტის ინტერნეტ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ცნობილი გერმანელი მწერლისა და ჟურნალისტის, ლევინ შიუკინგის „Der Bauernfürst“-ის პირველი ტომსაქართველოს ელჩმა გერმანიაში, ლადო ჭანტურიამ, პირადად ბრემენის უნივერსიტეტის დირექტორს მარია ელიზაბეთ მიულერს გადასცა.

 

 

წიგნი ფრიდონ საყვარელიძის პირად კოლექციაში ინახებოდა. 1851 წელს გამოცემული წიგნი ბრემენის საქალაქო ბიბლიოთეკის საკუთრება იყო და სავარაუდოდ, მეორე მსოფლიო ომის დროს, წითელი არმიის მიერაა გატანილი. გატანის ნებართვის მიღების შემდეგ გერმანიის საელჩომ წიგნი ბრემენის სახელმწიფო და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკას გადაუგზავნა, რით შეივსო ბიბლიოთეკის ისტორიულ კოლექციაში არსებული დანაკლისი.

 

როგორც ინტერნეტ გვერდზე ვკითხულობთ, წიგნი სხვა გერმანული გამოცემებისგან განსხვავებით, რომლებიც საქართველოშია, კარგ მდგომარეობაშია და სერიოზულ რესტავრირებას არ საჭიროებს.

წერილის დასაწყისში წერია: „ეს არის კიდევ ერთი გრძელი გზა თბილისიდან ბრემენამდე“.  დიახ, ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოდან წიგნები გერმანიას უბრუნდება.

 

„რადიო თავისუფლების “  2014 წელს გამოქვეყნებულ წერილში, სათაურით

საქართველო ნადავლს აბრუნებს: თავისუფლება დატყვევებულ წიგნებსვეცნობით, რომ საქართველოს პარლამენტმა კეთილი ნების გამოსახატად სპეციალურად შეიტანა ცვლილება „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანისშესახებ კანონში. თავად გერმანელების ინიციატივით, ისინი ლაბორატორიული ჩარევითა და ექსპერტიზით, რომელიც უფასოდ ჩატარდება, ამოარჩევენ წიგნებს, რომლებიც საქართველოში დაბრუნდება ან დარჩება შინ.

 

„მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა კავშირმა რეპარაციის - ანუ ზარალის ანაზღაურების - სახით, სხვა უამრავ ნივთთან ერთად, გერმანიის კერძო და სახელმწიფო ბიბლიოთეკებიდან 2 მილიონი წიგნი გაიტანა. ნადავლის ნაწილი მოსკოვმა მოკავშირე რესპულიკებსაც გაუნაწილა, თუმცა, როგორც ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე ამბობს, საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელმაც წიგნების პატრონისათვის დაბრუნება დაიწყო.

 

 საქმე ის არის, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, გერმანიას დაუბრუნოს თბილისის ივანე  ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში განთავსებული რამდენიმე ათეული ათასი წიგნი, რომელიც საბჭოთა კავშირმა რეპარაციის სახით მიიღო ომში დამარცხებული გერმანიისგან. საქართველომ „ნაალაფარი წიგნების“ პირველი პარტია - დაახლოებით 80 ათასი წიგნი - გერმანიას ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაუბრუნა...

 

(აქ საუბარია ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდზე)

 

„ისტორიკოს ლაშა ბაქრაძის თქმით, საქართველოს ნადავლი წიგნების დარჩენილი ნაწილი იმის გამოც აქვს დასაბრუნებელი, რომ აუწონავია გერმანიის დახმარება საქართველოსადმი როგორც ამჟამად, ასევე გასული საუკუნის 10-20-იან წლებში, “ – ვკითხულობთ გამოქვეყნებულ წერილში.

 

მოამზადა თამარ გოგიჩაიშვილმა

 

 



'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 23459
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია