დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბრიუსელში საქართველოს მოქალაქემ მეუღლე შვილების თვალწინ მოკლა
2015/10/23 11:32:45

ბრიუსელში, საქართველოს მოქალაქემ საკუთარი მეუღლე შვილების თანდასწრებით მოკლა, - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ქეთი ქარდავან სოციალურ ქსელში გაავრცელა.


ჟურნალისტის თქმით, მოკლულ ხათუნა ტ.-ს მეუღლე პოლიციას თავად ჩაბარდა. ხათუნა ტ.-ს სამი შვილი დარჩა, მათ შორის უმცროსი 2 წლისაა.


"ინტერპრესნიუსი" ბრიუსელში მყოფ ქეთი ქარდავას ესაუბრა, რომლის ინფორმაციითაც, მკვლელობის შემდეგ, სასწრაფო დახმარება თვითმხილველმა ბავშვებმა გამოიძახეს, თუმცა ხათუნა ტ-ს გადარჩენა ვერ მოხერხდა.



ამასთან, ჟურნალისტის ცნობით, მომხდარის შემდეგ, ბრალდებული მიიმალა. პოლიციამ ძებნა გამოაცხადა, თუმცა, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2579
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია