საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დასუფთავების აქცია კაცხზე
2015/10/22 19:15:30

პროგრამის ,,საქართველოს მოხალისე'' ფარგლებში ქუთაისისა და თერჯოლის მოხალისეებმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალთან'' ითანამშრომლეს და ჭიათურაში, კაცხის სვეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ფართო მასშტაბიანი დასუფთავების აქცია მოაწყვეს. ნარჩენების ტრანსპორტირება ჭიათურის დასუფთავების სამსახურმა უზრუნველყო. აქციაში 30 მოხალისე მონაწილეობდა, რომლებმაც აქციის დასრულების შემდეგ მოილოცეს კაცხის სვეტი და მონასტერი.

 

,,მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალს'', ამ ორგანიზაციის სოციალური სამსახურის ოფიცერს ნინო სებისკვერაძეს, ეს მოხალისეების მეორე ინიციატივაა, რომელიც ,,კრისტალთან'' თანამშრომლობით განვახორციელეთ. მომავალშიც ერთობლივად ძალიან კარგი პროექტებს ვგეგმავთ. ასევე მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა ჭიათურის დასუფთავების სამსახურის უფროსს ზურაბ ცარციძეს და მადლობა მოხალისეებს, ვამაყობ, რომ პროგრამის ,,საქართველოს მოხალისე'' ფარგლებში გავიცანი ასეთი კარგი ახალგაზრდები'' –ამბობს შაკო ჯინჭარაძე, პროგრამის ,,საქართველოს მოხალისე'' მონაწილე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1934
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია