საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურაში ზუგდიდის თეატრმა გასტროლი გამართა
2015/10/22 17:37:24

ჭიათურის კულტურის ცენტრში ზუგდიდის შალვა დადიანის სახელმწიფო თეატრმა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით სპექტაკლი „დაბრუნება“ წარუდგინა მაყურებელს.

 

ნოდარ დუმბაძის „ძაღლი“, „მარადისობის კანონი“ და „სისხლი“ იყო ის ნაწარმოებები, რომლის მიხედვითაც რეჟისორმა გეგა ქურციკიძემ დადგა აღნიშნული სპექტაკლი.


წარმოდგენამ დიდი მოწონება დაიმსახურა და ჭიათურელმა მაყურებელმა რამდენჯერმე ოვაციით აღნიშნა მსახიობთა პროფესიონალიზმი.


 

 ჩვენება „ჭიათურობის“ კვირეულის ფარგლებში მოეწყო და მას სხვადასხვა თაობის მაყურებელი დაესწრო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6210
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია