საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რეგიონული მედიის ასოციაციამ ტყიბულელი უფროსკლასელებისათვის ტრეფიკინგის პრევენციაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა (VIDEO)
2015/10/22 17:21:37

რეგიონული მედიის ასოციაციამ, იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში, ტყიბულის მე-4 საჯარო სკოლაში (დირექტორი მაკა გაბელაშვილი) ტრეფიკინგის პრევენციის თემაზე საინფორმაცო შეხვედრა-სემინარი გამართა.


 

სემინარს წარმართავდნენ იურისტი პაატა ცნობილაძე და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის კოორდინატორი ნუგზარ კოხრეიძე.


ტრენერები მოსწავლეებს ტრეფიკინგის პრევენციისა და უსაფრთხო მიგრაციის შესახებ ესაუბრნენ: რა არის ტრეფიკინგი,რა მძიმე დანაშაულია,როგორ უნდა ვებრძოლოთ მას, რას სთავაზობს ტრეფიკინგის მსხვერპლთ სახელმწიფო, როგორ უნდა მოვიპოვოთ უცხო ქვეყანაში წასასვლელი სასწავლო, საქმიანი და ტურისტული ვიზები.

 

მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ საინფორმაციო მასალა – ჟურნალები და ბროშურები, რომელშიც ტრეფიკინგისა და არალეგალური მიგრაციის საფრთხეებსა თუ თავდაცვის ღონისძიებებზეა საუბარი.


1

 

საინფორმაციო შეხვედრას მოსწავლეებთან ერთად, მშვიდობის კორპუსის მოხალისე დანიელ ვიდერი ესწრებოდა.
რეგიონული მედიის ასოციაციამ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია, ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგი) შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ მათი ინფორმირებულობა და რისკების თავიდან აცილების საშუალებების გაცნობა, საინფორმაციო კამპანია ქუთაისიდან დაიწყო და შეხვედრები გამართა წყალტუბოს, ხარაგაულისა და ტყიბულის სკოლებში.


რეგიონული მედიის ასოციაციას შეხვედრების სკოლებში ორგანიზებაში პარტნიორობა გაუწია ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა.

 

 

 

წყარო; http://okribanews.ge/

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2127
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია