დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მავთულჩახლართული ქუთაისი
ავტორი: თამარ გოგიჩაიშვილი
2015/10/21 18:22:20

არასოდეს დაკვირვებიხართ, ალბათ, ქალაქი მავთულებში რომ არის გახლართული.

 

რამდენიმე თვის წინ გერმანელი ტურისტი გავიცანი, რა თქმა უნდა, დავსვი შეკითხვები, მაინტერესებდა, რას ფიქრობდა ქუთაისზე და ვთხოვე, კრიტიკულად შეეხედა ქალაქისთვის, რადგან საქებარს ისედაც მუდმივად ვისმენდით (აქვე ხინკალი მიხსენა, გემრიელიაო). არც დაფიქრებულა, გახსნა „ნიკონის“ ძვირფასი ფოტოაპარატი და ელექტროენერგიის დაგრაგნილი მავთულები მაჩვენა, ყველა ახლო კადრით, გამიჭირდა გარჩევა, ცხვირზეჩამოცურებული სათვალიდან ეჭვის თვალით მაღლიდან ჩამომხედა, აბა, გამოიცანიო და მითხრა

 

„ჰმ, ეს ზედმეტი მავთულები ერთ დიდ სოფელს ეყოფოდა!“

 

მაინც ვერ მივხვდი, დიდი პაუზის შემდეგ სხვა სურათზე გადავიდა და მაშინ კი ნათლად გავარჩიე, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან, კერძოდ, კუპრაძის ქუჩიდან ბაგრატის ტაძარი რომ გადაუღია.

 

ისიც მითხრა, ულამაზესია ბაგრატის ტაძარი და  ქუთაისი ამ ღირსშესანიშნაობით ნამდვილად უნდა ამაყობდეს. თანაც გაკვირვებული იყო, რომ ტაძარი ძალიან ბევრი ქუჩიდან ჩანს, მაგრამ ახლო კადრი ფოტოებში არ გამოსდის, რადგან მავთულები ხაზებად დაჰყვება. 

 

განაგრძო:

„მესმის თქვენი და თანაც ვერ ვიგებ. გასაგებია, რომ ფული ქალაქს არ აქვს, მაგრამ, როცა გაყვანილობას აკეთებ, ხომ შეიძლება, ის ძველიც მოხსნა. როდესაც ქალაქის ინფრასტრუქტურაზე ფიქრობ, ისიც უნდა გათვალო ტურისტისთვის როგორი საჩვენებელი იქნება. ჩემთვის, პირადად, ძალიან დასამახსოვრებელი და უცხოა, რადგან ბევრგან ასეთს ვერ ნახავ“.

 

ვთხოვე, ქუჩები დაესახელებინა და არ დამზარდა, გახსნა აიპედი და თითით გზა მიჩვენა, რომელიც გამოიარა. დაახლოებით კუპრაძის ქუჩიდან მესხიშვილის თეატრამდე.

 

აქვე მკითხა, თუ რატომ არის ბევრი შენობა ცარიელი და განადგურებული. ჩემი ალბათობები მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და ისევ ინტერნეტში წავიკითხავო, მითხრა. გამეცინა, ჩვენთვის გაუგებარს, ინტერნეტში რა უნდა მეთქი.

 

მე კი გადავწყვიტე,  მის მარშრუტს მივყოლოდი და მავთულჩახლართული ქალაქი გადამეღო. ფოტოებზე  კუპრაძის, ხახანაშვილის, თამარ მეფის, წერეთლის, გრიშაშვილის ქუჩებია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2741
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია