დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განათლების მინისტრმა ქუთაისში წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა
2015/10/21 17:32:41

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე აგრძელებს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოებას.

 

დღეს სანიკიძე ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც საჯარო სკოლის მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტერები გადასცა. სულ 134-მა წარჩინებულმა მეათეკლასელმა მიიღო აღნიშნული საჩუქარი.

 

დაჯილდოებულთა შორის იყვნენ ქუთაისში მდებარე აფხაზეთის მე-5 და მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეები.

 

წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიას ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი და იმერეთის ვიცე-გუბერნატორი პაატა ნადირაძე დაესწრნენ.

 

განათლების მინისტრის განცხადებით, მოსწავლეთა წახალისების პროგრამის ფარგლებში წელს ქვეყნის მასშტაბით 1970 მოსწავლე დაჯილდოვდება. მისივე თქმით, წარჩინებულთა რიცხვი სტატისტიკის მიხედვით ყოველწლიურად იზრდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5489
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია